სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იანუკოვიჩი კიევიდან გაიქცა?!

უკრიანული მედია ამტკიცებს, რომ უკრაინის პრეზიდენტი იანუკოვიჩი, დაცვასთან ერთად, კიევიდან გაიქცა.

უკრაინის დედაქალაქის ცენტრში სამთავრობო კვარტალი ევრომაიდანის აქტივისტებმა დაიკავეს, რომლებმაც ცოტა ხნით ადრე მოითხოვეს პრეზიდენტის გადადგომა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიარაღებული შტურმით იმუქრებოდნენ.

იანუკოვიჩი პარასკევს, 22:40 საათზე ხარკოვში გაფრინდა - იუწყება „კვირის სარკე" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან სანდო წყაროზე დაყრდნობით. მასთან ერთად კიევი დატოვეს უმაღლესი რადას სპიკერმავლადიმირ რიბაკმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრეი კლიუევმა.

როგორც წყარო იუწყება, იანუკოვიჩს არ უნდა 2004 წლის კონსტიტუციის აღდგენის შესახებ უმაღლესი რადას მიერ მიღებული კანონის ხელმოწერა.

აქვე აღსანიშნავია, რომ დღეს ხარკოვში გაიმართება სამხრეთ-აღმოსავლეთ ოლქებისა და ყირიმის დეპუტატების ყრილობა.

ამავე დროს, FlightRadar24 ადასტურებს, რომ პრეზიდენტის თვითმფრინავი შაბათს, დილით ადრე, „ფუჯეირას"საერთასორისო აეროპორტში (არაბთა გაერთიანებულ ემირატები) დაჯდა.

დაცარიელებული სამთავრობო კვარტალი „ევრომაიდანის თავდაცვის" წევრებმა დაიკავეს. აღნიშნული, სცენიდან დაადასტურა მაიდანის კომენდანტმა ანდრეი პარუბიმ - იუწყება „ტიჟდენ.ua".

აქტივისტები აკონტროლებენ რადას, მინისტრთა კაბინეტს, პრეზიდენტის ადმინისტრაციას და შსს შენობას.პარუბიმ მილიციელებს მათ მხარეს გადასვლისკენ მოუწოდა - „ჩვენ მათ ვთხოვეთ, რომ ერთობლივი პატრულირება დაგვეწესებინა", და აქვე დაამატა, რომ „ევრომაიდანი" მთელ კიევს აკონტროლებს.

შეგახსენებთ, რომ უმაღლესმა რადამ თანამდებობიდან გადააყენა შს მინისტრი ვიტალი ზახარჩენკო, ამნისტია გამოუცხადა პროტესტის ყველა მონაწილეს, აღადგინა 2004 წლის კონსტიტუცია და მოახდინა დეკრიმინალიზაცია იმ სტატიისა, რომლის ძალითაც დაპატიმრებულია ექსპრემიერი იულია ტიმოშენკო.

უმაღლესი რადას მიერ ამ გადაწყვეტილების მიღება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც იანუკოვიჩმა, ოპოზიციის ლიდერებთან და საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან მოლაპარაკებისას ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე და კოალიციური მთავრობის შექმნაზე, თანხმობა განაცხადა.

ქართველი ექსპერტების ვარაუდით, შესაძლოა, დღეს ხარკოვში მიმდინარე ყრილობაზე უკრაინის რუსულენოვანმა მოსახლეობამ, აღმოსავლეთ რეგიონებისა და ყირიმის ქვეყნისგან გამოყოფა მოითხოვოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100