თალიბებმა ავღანეთში რვა მძევალი მოკლეს
ხუთშაბათს ავღანეთში, თალიბების მიერ ტყვეებად აყვანილი უსაფრთხოების ძალების ხუთივე წარმომადგენელი მოკლულია, - ამის სესახებ ცნობას უცხოური მედია ავრცელებს. ვარდაკის პროვინციის გუბერნატორმა ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ თალიბებმა ნამდვილად მოკლეს 5 პოლიციელი და სამი უშიშროების თანამშრომელი. უკვე ნაპოვნია გარდაცვლილთა ცხედრები. თალიბებმა მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღეს.
შეგახსენებთ, რომ ინციდენტი სწორედ იმ პროვინციაში მოხდა, სადაც თალიბებმა ერთი კვირის წინ აშშ-ს ვერტმფრენი ჩამოაგდეს. მაშინ ტერაქტის შედეგად 30 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
კომენტარი