სამსუნის სასწავლებლის პედაგოგებთან ქართველი ქალები სექსუალურ ორგიაში მონაწილეობდნენ
თურქულ მედიაში გუშინ ახალი სკანდალი აგორდა, რომელსაც დღეს სულ უფრო მეტი მედიასაშუალება ეხმაურება. სკანდალისადმი ინტერესის მიხედვით, შეიძლება ითქვას, ეს თემა სულ ცოტა ხანში დაჩრდილავს ყველა სხვა, მათ შორის, პოლიტიკურ თემასაც. ამბავი, რომელზეც თურქული პრესა წერს (ამ შემთხვევაში დავეყრდნობით თურქულ გამოცემა haber01. com–ს, როგორც პირველწყაროს), ჩვენთვისაც საინტერესოა, ოღონდ, სამწუხაროდ, მხოლოდ უარყოფითი კუთხით. საქმე ის გახლავთ, რომ სკანდალის მთავარი გმირები ქართველი ქალები არიან...
სამსუნის პოლიციამ რამდენიმე დღის წინ პროსტიტუციის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე სამი ქალი დააკავა და მათ უახლოეს დღეებში ქვეყნიდან გააძევებენ. ჯერჯერობით უცნობია, მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება თუ მხოლოდ დეპორტს აკმარებენ, მაგრამ ფაქტია, რომ სკანდალი ფრიად ხმაურიანია და იგი სექსუალურ ორგიას უკავშირდება.
სექსუალური სკანდალებით დღეს თურქეთში ვერავის გააკვირვებ, მაგრამ, ალბათ, მაინც იშვიათია შემთხვევა, როცა სასწავლებლის პედაგოგები ქალებთან იმავე სასწავლებლის სამასწავლებლოში ორგიას აწყობენ.
როგორც გაირკვა, ქართველი ქალები, რომელთა ვინაობას, გასაგები მიზეზების გამო, არ დავასახელებთ, ორგიას სასწავლებელში რეგულარულად აწყობდნენ. ამის შესახებ მათ უკვე თავიანთ ჩვენებებში დაწერეს. ორგიები სასწავლებლის რომელიმე ოთახში, ყველაზე ხშირად – სამასწავლებლოში ტარდებოდა და მასში სამ ქართველ ქალთან ერთად ყოველდღიურად ამდენივე, სხვადასხვა მამაკაცი მონაწილეობდა. ორგიების მონაწილე მამაკაცები იმავე სასწავლებლის პედაგოგები იყვნენ.
ალბათ, ეს შემთხვევა საერთოდ არ გახდებოდა ცნობილი, რომ არა შემთხვევითობა: სამსუნში მდებარე ერთ–ერთი სასწავლებლის გვერდით მცხოვრებმა ადგილობრივმა სრულიად შემთხვევით შეიხედა სასწავლებლის ფანჯარაში და დაინახა ის, რაც იქ ხდებოდა. მან ჯერ მეზობლებს უხმო, რათა ისინიც მოწმეები ყოფილიყვნენ, მერე კი მოსახლეობის ჯგუფმა პოლიცია გამოიძახა. ორგიის მონაწილეები სამასწავლებლოშივე დააკავეს და იქედან ნახევრად შიშვლები გამოიყვანეს. პოლიციის მოსვლის დროს სამასწავლებლოში ორი მამაკაცი და სამი ქართველი ქალი იმყოფებოდა.
მოგვიანებით გაირკვა, რომ ორგიის დაწყებამდე მასწავლებლები სკოლის დარაჯს ცოტაოდენ ფულს ჩუქნიდნენ, რათა შენობიდან მათ გამოსვლამდე ეზოში არავინ შეეშვა. დარაჯიც პირნათლად იდგა „ატასზე“, მაგრამ ერთ დღესაც ფულზე უარი თქვა და სამასწავლებლოში შეშვება მოითხოვა – ეტყობა, ყელში ამოუვიდა ფანჯრიდან თვალიერება და ორგიაში მონაწილეობა თვითონაც მოუნდა. სწორედ იმ დღეს გასცა ორგიის მონაწილეები უმეთვალყურეოდ დატოვებულმა ფანჯარამ...
ქართველ ქალებს ცოტა უფრო გვიან ოფიციალურად კიდევ ერთი ბრალდება წაუყენეს: გამოძიების მტკიცებით, ქართველები ერთ–ერთ სათამაშო კლუბში პროსტიტუციით იყვნენ დაკავებული და გასამრჯელოდ დღეში ას დოლარს იღებდნენ. სამი დაკავებული ქართველი ქალიდან ყველაზე უფროსი 47, ხოლო უმცროსი – 30 წლისაა.
კომენტარი