სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თიკა ჯამბურიას ყოფილმა ქმარმა ედუარდ შევარდნაძის გაცნობის დღე და მისი რჩევა გაიხსენა

თიკა ჯამბურიას ყოფილი ქმარი, ყოფილ პარლამენტარ ხათუნა ხოფერიას ვაჟი და არასამთავრობო ორგანიზაცია მასკის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბექა ხოფერია ედუარდ შევარდნაძის გაცნობის დღეს იხსენებს.

“1997 წელი იყო... შევარდნაძე სენაკში მოფრინავდა და დედაჩემი აეროპორტში უნდა დახვედროდა.

მე 7 წლის ვიყავი....

პრეზიდენტის გაცნობა მინდოდა და მიუხედავად იმისა, რომ დედჩემი 7 საათზე უნდა ამდგარიყო, რომ არ გამპარვოდა, ღამე არ მიძინია და 7-ის ნახევარზე გავაღვიძე....

-" ღამე არ უძინია, თქვენი გაცნობა უნდოდა"- უთხრა დედამ.. შევარდნაძე მომეფერა, სახელი მკითხა, აეროდრომის ტერიტორია ერთად გავიარეთ...

მერე ვერთმფრენით გაფრინდნენ სვანეთში...

ღამის 11 საათზე დაბრუნდნენ უკან...

მთელი დელეგაცია ემშვიდობებოდა...

დედას ხელი რომ ჩამოართვა, მიიხედ-მოიხედა, მე 20 მეტრში ვიდექი აეროდრომის უფროსსთან ერთად....

-ბექა, მოდი ჩემთან - დამიძახა შევარნაძემ... -დედას დაუჯერე, შენ კარგი დედა გყავს- მითხრა და თვითმფრინავში ავიდა....

მას ჩემი სახელი ახსოვდა!!!!!!!” - წერს ბექა ხოფერია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100