სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფლორიდაში დედამ ოთხი შვილი დახოცა და თავი მოიკლა (ვიდეო)

15 მაისს, ფლორიდას შტატში ტანია ტომასმა ოთხი შვილი დახოცა და შემდეგ თავიც მოიკლა.

ბავშვების ასაკი 12-დან 17 წლამდე მერყეობდა. პოლიციის თქმით კი ტომასის მეზობელმა სამართალდამცავები პირველი გასროლის გაგონებისთანავე გამოიძახა. რის შემდეგაც მის კარზე ტანიას სამმა შვილმა დააკაკუნა, მაგრამ დედამ მათ ხმის ამოღება არ აცალა და უკან, შინ მიიხმო.

33 წლის ტანიამ შვილების სახლში შეყვანის შემდეგ კიდევ სამჯერ გაისროლა და მეზობელმაც მეორედ დარეკა სამართალდამცავ ორგანოში.

პოლიციამ მისვლისთანავე სახლის წინ 17 წლის პებლეს ჯონსონი აღმოაჩინა, მაგრამ იგი სასიკვდილოდ იყო დაჭრილი და სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა.

მეხუთე გასროლის შემდეგ კი სპეცრაზმის წევრები სახლში შეიჭრნენ, მაგრამ ტანია და მისი სამი შვილი, 12 წლის ჯოელ ჯონსონი, 13 წლის ჯაზლინ ჯონსონი და 15 წლის ჯექს ჯონსონი გარდაცვლილები აღმოაჩინეს.

ამ დროისათვის მკვლელობის მოტივი უცნობია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100