ანაკლიაში ჩერქეზთა გენოციდის მემორიალი დაიდგმება
ანაკლიაში, 1 მაისს, ჩერქეზთა გენოციდის მსხვერპლთა უკვდავსაყოფად მემორიალი დაიდგმება, რომლისთვისაც ზუგდიდის საკრებულომ, 190 ათასი ლარი გამოყო. შეგახსენებთ, რომ რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზი ხალხის მიმართ განხორციელებული გენოციდი, საქართველოს პარლამენტმა, 2011 წლის 20 მაისს აღიარა.
პარლამენტის დადგენილებითვე მთავრობას დაევალა ჩერქეზი ხალხის მიმართ განხორციელებული გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავსაყოფად სამოქმდო გეგმის შემუშავება, მემორიალი სწორედ ამ გეგმის ფარგლებში დაიდგმევა.
სკულპტურის ესკიზის შესაქმნელად დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა კონკურსი ოქტომბერში გამოაცხადა. მასში გამარჯვებულად კი, ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის წარმომადგენელი, ხუსან კოჩენსოკოვი დასახელდა, რისთვისაც მან 10 000 დოლარი მიიღო. სკულპტურას კი ანაკლიელი მხატვარი ჯუმბერ ჯიქია დაამზადებს.
კომენტარი