ლევან ჭითანავა: „26 მაისს ჯეიმს ბლანტთან ერთად დაუვიწყარი საღამო გველოდება“
ჯეიმს ბლანტი პირველი საერთაშორისო ვარსკვლავია, რომელიც Black Pearl Live მოწვევით 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იმღერებს. შოუ მისი მსოფლიო ტურნეს - Afterlove-ის ნაწილია და მისი მეხუთე სტუდიური ალბომის ერთგვარი პრეზენტაცია, რომელიც მულტი-პლატინური ალბომის “Moon Landing”-ის შემდეგ შეიქმნა. ის ასევე შეასრულებს ყველასასთვის კარგადად ნაცნობ ჰიტებს: „You are Beautiful“ და „Goodbye My Lover“. ჯეიმს ბლანტი მრავალპლატინიანი ალბომის მქონე, მსოფლიო დონის სუპერვარსკვლავია. მას ასევე ჰყავს ძალიან დიდი და მრავალფეროვანი გულშემატკივარები, შესაბამისად შოუ საინტერესოა ყველა ასაკის მაყურებლისთვის.
22 თებერვალს ბრიტანელ შემსრულებელს 44 წელი შეუსრულდა და მის ქართველი გულშემატკივრებს ეს თარიღი არ გამორჩენიათ, უფრო მეტიც, დაბადების დღე სხვადასხვა ფორმით მიულოცეს. „ჩემი სტუდენტობის წლები ჯეიმს ბლანტის სიმღერებს უკავშირდება, თუ რაიმე მეგობრების შეკრება ან ღონისძიება იყო ხოლმე, ყოველთვის ვუსმენდით ბლანტის სიმღერებს. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ისიც, რომ მისი ერთ-ერთი ჩემი საყვარელი სიმღერა „You`re Beautiful“ ჩემს საყვარელ ქალბატონთან ურთიერთობას უკავშირდება. დღემდე ამ სიმღერის მიმართ განსაკუთრებულად ემოციური დამოკიდებულება მაქვს და ძალიან დიდი ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში,“ - აცხადებს მისი ერთ-ერთი გულშემატკივარი,რადიო მაესტროს, „მაესტროს ბიზნეს თაიმის“ წამყვანი, ლევან ჭითანავა.
ლევან მოკლედ, რომ მოგვიყვეთ თქვენი კარიერის შესახებ ?
ჩემი კარიერა დაიწყო რუსეთში,რადგან იქ დავამთავრე სკოლაც და უნივერსიტეტიც. რამდენიმე წელი რუსეთში,სხვდასხვა გამოცემაში ვმუშაობდი. 2008 წელს ჩამოვედი საქართველოში და სწორედ, ამ პერიოდიდან დაიწყო საქართველოში ჩემი კარიერული განვითარება. 2008 წელს საინფორმაციო სააგენტო „პირWელში ვიმუშავე, ხოლო 2011 წლიდან ბიზნეს გამოცემის “Business Time Georgia”-ს მთავარი რედაქტორი ვარ, ხოლო 2017 წელს უკვე შემოვუერთდი რადიო მაესტროს გუნდს და ახლა „მაესტროს ბიზნესს თაიმის “ წამყვანიც ვარ.
საიდან ჯეიმს ბლანტის შემოქმედების სიყვარული? მის კონცერტს ხომ არ დასწრებიხარ?
დიახ,ამსტერდამში.კონცერტზე ჯეიმს ბლანტმა ჩემი მოლოდინები ბოლომდე გაამართლა და ჩემი მის მიმართ პატიცისცემა კიდევ უფრო მეტად გაიზარდა. ყველაზე მეტად რაც მასში დავინახე და მომეწონა, ეს იყო - უბრალოება. სიმღერისას ძალიან გულწრფელია და ეს ძალიან იგრძნობა.
ლევან, თქვენ საუბრის დასაწყისში აღნიშნეთ, რომ სიმღერის „You`re Beautiful“ განსაკუთრებული მოგონებები გაკავშირებთ...
დიახ! თქვენ იცით, რომ ეს სიმღერა ჯეიმსმა საკუთარ შეყვარებულს მიუძღვნა. სიმღერა მას შემდეგ დაწერა, როდესაც ის ყოფილ შეყვარებულს ძალიან დიდი ხნის შემდეგ მოულოდნელად მეტროში ხვდება. შეხვედრიდან დაბრუნებულმა ჯეიმსმა მას სიმღერა „You`re Beautiful“ მიუძღვნა. სიმღერაში გოგოს სახელი არსად არ არის ნახსენები, ამის მიზეზად, როგორც ჯეიმსი ამბობს, ყოფილ შეყვარებულს, მაგ დროისთვის ქმარიც და შვილებიც ყავდა... მისი ხსენება უხერხულობას გამოიწვევდა. სიმღერა „You`re Beautiful“ მართლაც განსაკუთრებულია, განსაკუთრებულ მოგონებებში გვაბრუნებს.... აქვე მინდა მადლობა გადავუხადო კონცერტის ორგანიზატორებს, მადლობა იმისათვის, რომ 26 მაისს, მექნება შესაძლებლობა „You`re Beautiful“ live–ში მოვუსმინო და განსაკუთრებულ მოგონებებში დავბრუნდე.
რა მოლოდინები გაქვთ 26 მაისს?
მოლოდინი მხოლოდ და მხოლოდ დადებითია. 26 მაისი დღე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ჩემი დამოკიდებულება მაქვს ამ დღის მიმართ, შესაბამისად, მიხარია,რომ ჯეიმს ბლანტი ჩამოდის ჩემს ქვეყანაში და კონცერტი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს გაიმართება. აქედან გამომდინარე, 26 მაისი კიდევ უფრო განსაკუთრებული იქნება ჩემთვის, რადგან ზუსტად ვიცი, რომ დაუვიწყარი საღამო გველოდება.
კომენტარი