სექსუალური უმცირესობების მხარდასაჭერი მსვლელობა რუსთაველის გამზირზე
ერთი საათის წინ ორმოცდაათამდე საქართველოს მოქალაქე ფილარმონიის წინ შეიკრიბა. მათ სექსუალური ურთიერთობის მხარდასაჭერად მსვლელობა მოაწყვეს.
მეცნიერებათა აკადემიასთან კი მათ „მართმადიდებელ მშობლეთა კავშირის“ წევრები დახვდნენ. აქცია ურთიერთშელაპარაკებაში გადაიზარდა. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფასაც. ინციდენტის ლიკვიდაციისთვის აუცილებელი გახდა საპატრულო პოლიციის ჩარევა.
აქციის მონაწილეები კი აცხადებდნენ, რომ ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავდნენ.
აქციის მონაწილეებს ცენტრალური გზის გადაკეტვაც სურდათ, თუმცა მათ ამის საშუალება არ მიეცათ და ამ დროისათვის ინცინდენტი ამოწურულია.
კომენტარი