19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
წინააღმდეგობრივი დღეა. ემოციურმა არასტაბილურობამ ან საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში გამოვლენილმა ეგოიზმმა შეიძლება კონფლიქტი გამოიწვიოს. გამოიწვიოს დიდი ბრძოლა. გაითვალისწინეთ, რომ პარტნიორის მიმართ გაზრდილი მოთხოვნები ოჯახური ურთიერთობების ჰარმონიას დაარღვევს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ უფრო კრიტიკულად მოეკიდოთ საკუთარ შესაძლებლობებს.
კურო
თანამშრომლებთან და საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობა კარგად აეწყობა. ამ დღეს რაღაც განსაკუთრებულს გააკეთებთ. სავარაუდოდ, ახალ სამსახურს ან მოღვაწეობის სფეროს შემოგთავაზებენ. უყოყმანოდ დათანხმდით, რადგან ეს პერსპექტიული საქმეა.
ტყუპები
ოჯახთან და მეგობრებთან ურთიერთობაში ჰარმონიაა. მოსალოდნელია დღესასწაული ან შეხვედრა, რომელზეც განსაკუთრებული უნარით გაიბრწყინებთ. თქვენი საქმიანობა და ენთუზიაზმი ოჯახის კომფორტისა და კეთილდღეობის ამაღლებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის. მთავარია, შანსი ხელიდან არ გაუშვათ.
კირჩხიბი
ამ დღეს მთავარია, არაფერი აგერიოთ და ყველა საქმე დროულად დაასრულოთ. საქმის მიმართ ამგვარი მიდგომით აუცილებლად წარმატებას მიაღწევთ. ნებისმიერ სირთულეს გაუმკლავდებით, თუნდაც ამისთვის დიდი ძალისხმევა მოგიწიოთ. ამ დღეს წარმატების გასაღები შრომისმოყვარეობასა და კეთილსინდისიერებაში მდგომარეობს.
ლომი
ვარსკვლავები გირჩევენ, უფრო კრიტიკულად შეაფასოთ საკუთარი შესაძლებლობები. საღი აზრის უარყოფა ან საკუთარი ჯანმრთელობისადმი არასერიოზული დამოკიდებულება შეიძლება უამრავი პრობლემის მიზეზი გახდეს. გამორიცხული არ არის, ექიმთან კონსულტაციაც კი დაგჭირდეთ.
ქალწული
წინააღმდეგობრივი დღეა. გადაჭარბებულმა ემოციურობამ შეიძლება, გარეშე პირთან კონფლიქტამდე მიგიყვანოთ. თქვენი დიპლომატიურობა და დიდსულოვნება კი ოჯახის მატერიალური კეთილდღეობისთვის ხელსაყრელ პირობას შექმნის.
სასწორი
მძიმე და წინააღმდეგობრივი დღეა. მოსალოდნელია კონფლიქტები და გაუგებრობები. ეჭვიანობის ან შეუსრულებელი ვალდებულებების გამო პარტნიორთან ურთიერთობა შეიძლება გართულდეს. შეეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობების მიმართ უფრო კრიტიკული იყოთ და ახალ გარემოებებს მოერგოთ. ბავშვების პრობლემები თქვენგან მაქსიმალურ ყურადღებას მოითხოვს.
მორიელი
ამ დღეს მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. თქვენი განწყობა შეიძლება სწრაფად გაუარესდეს, რაც გარშემო მყოფებთან ურთიერთობაზე გავლენას მოახდენს. იზრუნეთ საკუთარ თავზე და მიიღეთ გაციების საწინააღმდეგო პრევენციული ზომები. თავი შეიკავეთ ნეგატიური ემოციების გამოვლენისგან. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ერიდეთ ურთიერთობების გარკვევას.
მშვილდოსანი
დღის პირველ ნახევარში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარი შესაძლებლობები რეალურად შეაფასოთ. ყველა საქმის დასრულებას მაინც ვერ შეძლებთ, მაგრამ დაღლილობა ან ფიზიკური დატვირთვა ნერვულ მოშლას და პარტნიორთან ურთიერთობის გართულებას გამოიწვევს. ყურადღება მიაქციეთ კვების მენიუს. გამორიცხეთ ცხიმიანი საკვები და ალკოჰოლური სასმელები.
თხის რქა
თქვენი მიმტევებლობა ახლა აუცილებელია ოჯახში კომფორტისთვის. სასიცოცხლო პოტენციალი იმდენად მაღალია, რომ რეალობის აღქმა და პარტნიორის დამოკიდებულების ობიექტურად შეფასება გიჭირთ. ერიდეთ ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას.
მერწყული
ამ დღეს უზენაესი ძალების მხარდაჭერით და მფარველობით უზრუნველყოფილი იქნებით. ეცადეთ, თქვენი პიროვნული ხიბლი სასარგებლოდ გამოიყენოთ - დღეს შეიძლება ერთდროულად ბევრ საკითხის მოგვარება მოგიწიოთ. ეცადეთ, საკუთარი გეგმები საიდუმლოდ შეინახოთ, თორემ ვიღაც მათ ჩაშლას ეცდება.
თევზი
ეს დღე ცოდნის მიღებას, პროფესიულ ზრდას და კარიერულ განვითარებას უკავშირდება. რაღაც განსაკუთრებული მიღწევით გაიბრწყინებთ, რაც თქვენს ავტორიტეტს გაზრდის. თევზების ბიუჯეტი ნელ-ნელა, მაგრამ აუცილებლად უმჯობესდება. გირჩევთ, დღის მეორე ნახევარი ფიზიკურ დატვირთვას და მასაჟს დაუთმოთ.
კომენტარი