სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პსპ ჯგუფი ჯეო ჰოსპიტალსის შესყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკების წარმოებას ადასტურებს

პსპ ჯგუფი ჯეო ჰოსპიტალსის კლინიკების ქსელის შეძენას გეგმავს. ეს ინფორმაცია დღეს პსპ ჯგუფში დაადასტურეს.

„ბოლო 6 თვის განმავლობაში ჯეო ჰოსპიტალსის მენეჯმენტთან მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობს. ჩვენ განვიხილავთ ჯეო ჰოსპიტალსის ქსელში არსებული კლინიკების 20 მილიონ ევროდ შეძენას და უახლოეს მომავალში ამის შესახებ უფრო დეტალურად ვაცნობებთ საზოგადოებას“, - აცხადებენ პსპ ჯგუფში.

ჯეო ჰოსპიტალსი კლინიკების ქსელია, რომელიც 2011 წელს დაარსდა. ჯეო ჰოსპიტალსის კლინიკები საქართველოს 5 რეგიონშია განთავსებული: ქვემო ქართლი, იმერეთი, მცხეთა მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი და კახეთი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100