ასე ანუგეშეს პოპულარულმა მეგობრებმა ნინი ბადურაშვილი
მომღერალ ნინი ბადურაშვილის ცხოვრებაში ახლა რთული პერიოდია. მისი ახლადშექმნილი ოჯახის დანგრევას, სამი დღის წინ ახალი უსიამოვნო დეტალი დაემატა, ნინის ყოფილმა ქმარმა ირაკლი კუტალაძემ ჟურნალისტებთან განქორწინების მიზეზებზე საკმაორ უხეშად ისაუბრა და განშორება ნინის ამბიციებს დააბრალა. საყვარელი მომღერლის პირადი უსიამოვნებები საზოგადოების ნაწილმა გულთან ახლოს მიიტანა, ნინის გამხნევებას ცდილობენ მისი მეგობრებიც და მომღერალის ფეისბუქ გვერდზე შემდეგ სიტყვებს პოსტავენ.
ნანკა ალატოზიშვილი: მე არ წამიკითხავს არაფერი და ცოტა დავიბენი ეხლა აქ, მაგრამ ნუ რაც არ უნდა იყოს ჩემთვის მთავარი და უფრო საინტერესოა შენი ჯანმრთელობა და ბავშვის. ვიცი რომ კარგად ხარ და სხვა ყველაფერი მაგრა მკიდია, მიყვარხარ!
ანრი ჯოხაძე: ვისაც შარვალი აცვია განა ყველა კაცია?! ნინი მიყვარხარ !!!
ეკა ხოფერია: არც წამიკითხავს და არც მაინტერესებს! მთავარია, შენ ხარ მაგარი, ნიჭიერი და დღეს ისეთი ლამაზი იყავი, თვალს ვერ გაშორებდი! შენ იქნები ყველაზე ბედნიერი, აი, ნახავ!!!
სალომე გოგიაშვილი: ჩემი გმირი დედიკო ხარ შენ, და ცოდოა ის ვინც მამობის და ქმრობის ხიბლს ვერ შეირგებს შენთან ერთად
ეკა მიშველაძე: ნინი, don’t worry რა
ლიკა ყაზბეგი: ნინი, როგორ გამოვხატო შენს მიმართ სოლიდარობა არ ვიცი. რამდენადაც ,,ის'' დაეცემა, შენ ამაღლდები. ისეთი გამოცდა მოგიწყო გმერთმა, ჯერ, რომ არ მსმენია. რჩეული ხარ და იმიტომ ალბათ.
კომენტარი