უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, თიბისის ფონდს The Body Shop და Afflelou Paris უერთდებიან
უკრაინელი
ხალხის დასახმარებლად, თიბისის
ინიციატივას თავის მოვლის და კოსმეტიკური საშუალებების ბრიტანული ვეგანური ბრენდი
-
The BODY SHOP და საერთაშორისო ოპტიკური ქსელი - Afflelou Paris შეუერთდნენ.
კომპანიები თიბისის საქველმოქმედო ფონდში გაყიდული პროდუქციის
შემოსავლის 2%-ს უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჩარიცხავენ. მომხმარებლების მიერ,
უკვე 2022 წლის 2 მარტიდან შეძენილი პროდუქციის 2% დახმარების ფონდში გადაირიცხება.
თიბისიმ ფონდის
ანგარიში ადგილობრივი გადარიცხვებისთვის
შექმნა, სადაც
ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა
აქვს, მარტივად ჩარიცხოს
სასურველი თანხა და გახდეს ქველმოქმედების მონაწილე.
გუნდის სახელით, პირველი,
200 000 ლარის ოდენობის დონაცია, თიბისიმ განახორციელა. ამ ეტაპზე, ფონდში 700 000 ლარზე
მეტი ირიცხება. შეგროვილი თანხა
ყოველდღიურად გადაირიცხება
უკრაინის ეროვნული ბანკის ოფიციალურ საქველმოქმედო ანგარიშზე.
ლარის ანგარიშის ნომერი:
#GE68TB7318736080100007
მიმღები: ააიპ თიბისელები
დოლარის
და ევროს ანგარიშის ნომერი:
#GE80TB7318736180100001
მიმღები:
NNLE TIBISELEBI
კომენტარი