The Times-მა პუტინს „კუთხეში მიმწყვდეული ჩეკისტი ვირთხა“ უწოდა
ბრიტანულმა გაზეთმა The Times გამოაქვეყნა სტატია, სადაც ვლადიმირ პუტინს „კუთხეში მიმწყვდეული ჩეკისტი ვირთხა“ უწოდა. სტატიაში ნათქვამია:
"ვლადიმირ პუტინმა ერთხელ ჟურნალისტებს უამბო, როგორ მისდევდა ჯოხით უზარმაზარ ვირთხას საკუთარ სადარბაზოში და როცა ის კუთხეში იიმწყვდია, როგორ შემოუტრიალდა მღრღნელი, რადგან დარწმუნდა, რომ გასაქცევი არსაით ჰქონდა.
„მაშინ ერთხელ და სამუდამოდ გავითავისე, რას ნიშნავს ფრაზა „კუთხეში მიმწყვდეული“, - თქვა პუტინმა. რუსულ, ანტიკრემლისეულად განწყობილ ოპოზიციას, რომელმაც პუტინი მთელი თავისი მმართველობის 11 წლის მანძილზე ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა, არ აწყენდა ამ ისტორიის გახსენება. ძნელი წარმოსადგენია, რომ კუთხეში მომწყვდეული პუტინი გაითვალისწინებს ხალხის მოთხოვნას და გადადგება - ალბათ, ის თავის მოწინააღმდეგეებს ბრაზიანად ეკვეთება და სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას გაუმართავს.
ისინი, ვინც მის წინააღმდეგ გამოდიან, სერიოზულად რისკავენ, რადგან მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს რეალური საფრთხე ემუქრება. მათ წინააღმდეგ მთელი ძალით მუშაობენ პუტინის უწყებები, ასევე - კორუმპირებული სასამართლო სისტემა, რომლებიც აქტივისტებს გულგრილად აგზავნის ციხეებში.
პუტინი უყოყმანოდ გამოიყენებს ძალას, რათა ქუჩებზე კონტროლი შეინარჩუნოს. ის დარწმუნებულია: რუსეთი იმდენად დიადი და მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთი მას დიდი ხნით ვერ გაებუტება და რომ უცხოელი ინვესტორები ყველაზე მეტად სტაბილურობას აფასებენ.
კომენტარი