შვილის ხათრით 6 თვეში 40 კილოგრამი მოიკლო და ულამაზეს ქალად იქცა
ტატიანა დობრინინა სიმაღლეში 166 სანტმეტრია და 103 კილოგრამს იწონიდა, ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლება ყოველთვის სურდა მაგრამ მისი ყოველი ცდა კრახით სრულდებოდა.
საკუთარმა გარეგნობამ სასოწარკვეთილებაში მაშინ ჩააგდო როდესაც შვილი სკოლაში მიიყვანა და ბავშვის თანაკლასელების დედებს შორის თავად ყველაზე მსუქანი და ულამაზო აღმოჩნდა.
გახდომის გადაწყვეტილება 2 სექტემბერს კიდევ ერთხელ მიიღო და ამჯერად წარმატებით.
ქალმა გაიარა სამედიცინო კონსულტაცია, სპეციალისტმა კვების რაციონი შეუდგინა, გარდა ამისა ტატიანა კვირაში 6-ჯერ დადიოდა სპორტდარბაზში და შედეგმაც არ დააყოვნა, პირველ თვეში მან 11 კილოგრამი მოიკლო.
6 თვის შემდეგ კი სილამაზეს მოწყურებული ქალის წონა 63 კილოგრამზე დავიდა და დღეს ტატიანა უბედნიერესია, რადგან შვილს თავისი გარეგნობით არ შეარცხვენს.
„გოგონებო, ყველა ვინც 70 კილოგრამზე მეტს იწონით, სასწრაფოდ გაეშურეთ სპორტდარბაზისკენ“ - განაცხადა ტატიანამ რუსული გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში.
კომენტარი