სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აი, ასე ორიგინალურად მიულოცა რამაზ ნოზაძემ ხატია სიჭინავას დაბადების დღე

ქართველი ოლიმპოირი ჩემპიონის რამაზ ნოზაძის მეუღლე, ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა დღეს 34 წლის გახდა. ცოლის დაბადების დღის აღნიშვნა რამაზმა ღამის თორმეტ საათზე დაიწყო, როდესაც ხატიას საძინებელში 34 წითელი ვარდით დაადგა თავს.

„ღამე 12-ზე დაიწყო ჩემი სიურპრიზები, როცა ჩემი 3 უახლოესი დაქალი ლოგინში შემომივარდა ტორტით და ფეირვერკებით.

ჩემი ქმარი ფეხბურთს უყურებდა ბარში მეგობრებთან ერთად და მოგვიანებით შემოიპარა ოტახში 34 ცალი წითელი ვარდით. თუმცა მე ვთვლი, რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი სიურპრიზი თვითონ ჩემი ქმარია.

საღამოს კიდევ მელის საჩუქრები, რამაზმა ყველა ჩემი უახლოესი მეგობარი დაპატიჟა და ერთად ვიზეიმებთ“ - განაცხადა ხატია სიჭინავამ droni.ge -სთან საუბრისას

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100