სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"სისხლის სამართლის დანაშაული არასოდეს ჩამიდენია" - აფგან სადიგოვს პატიმრობა 3 თვით გაუხანგრძლივეს

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს პატიმრობა 3 თვით გაუხანგრძლივეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე, სადიგოვი და მისი ადვოკატები საექსტრადიციო პატიმრობის გაუქმებას და მის ნაცვლად, სანდო და ცნობილი ქართველი ჟურნალისტებისა და მედია რედაქტორების თავდებობის, ან გირაოს გამოყენებას ითხოვდნენ, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

სასამართლო სხდომაზე სადიგოვმა თქვა, რომ სისხლის სამართლის დანაშაული არასოდეს ჩაუდენია და დეტალურად ისაუბრა, თუ როგორ დაემუქრნენ განადგურებით.

მე არასდროს არ ჩამიდენია სისხლის სამართლის დანაშაული, მე უბრალოდ ალიევს ვაკრიტიკებდი და ვამხელდი მის ჩადენილ დანაშაულებს, აზერბაიჯანში ყველაზე დიდი ნარკომოვაჭრე შეიხია რომელსაც მთავრობის წევრები ეხმარებიან, 2012 წელს მათ საქართველოში 3 ტონა ჰეროინი შემოიტანეს წითელი ხიდიდან, 4 ტონა დაღესტანში გადაიტანეს, და მოსკოვის მიმდებარე ქალაქებსა და ციხეებს უზრუნველყოფდნენ ნარკოტიკებით. ამის შესახებ 5 სიუჟეტი მოვამზადე ამის შემდეგ დამემუქრნენ და მითხრეს, რომ კრემლში მეგობრები ჰყავდათ და გამანადგურებდნენ. შემომთავაზეს თანხა და თუ უარს ვიტყოდი მითხრეს, რომ გამანადგურებდნენ, თუ ჩემს ექსტრადაციას მოახდენთ აზერბაიჯანში მათ ხელში აღმოვჩნდები შეიძლება მომკლან კიდეც.

შეგახსნებეთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი თბილისში, 3 აგვისტოს დააკავეს. შსს-ში ამბობენ, რომ სადიგოვი აზერბაიჯანის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულისთვის იძებნებოდა. ოჯახი კი დაკავებას ილჰამ ალიევის ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100