სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

GIPA-ს სტუდენტები სტიქიით დაზარალებულ ბავშვებთან ერთად საქველმოქმედო ღონისძიებას გამართავს

21 ივნისს, 12:00 საათზე, რიყის პარკში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) სტიქიით დაზარალებულ ბავშვებთან ერთად საქველმოქმედო ღონისძიებას გამართავს. გაიყიდება სტიქიით დაზარალებული ბავშვების ნახატები და ხელნაკეთი ნივთები. საშუალება გექნებათ შეიძინოთ ექსკლუზიური მაისურები, ჩანთები, ჭიქები, სამკერდე ნიშნები, სტიკერები და ა.შ. შემოსული თანხა სრულად მოხმარდება თბილისის ზოოპარკს, გადარჩენილ ცხოველებს და დაზარალებულ ბავშვებს.
ბავშვებს ორგანიზატორები ტკბილეულით გაუმასპინძლდებიან, მათ განწყობაზე იზრუნებენ ანიმატორები, უსაფრთხო გადაადგილებაზე კი - გარემოს დაცვის სამინისტრო. ღონისძიებაზე საკუთარ ნამუშებრებს წარმოადგენენ ის ბავშვებიც, რომლებიც მრავალშვილიანი ოჯახებიდან არიან.ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და პიარ-კონსულტანტები (PRC).

მხარდამჭერები: გაერო, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, არასამთავრობო ორგანიზაცია „გენი ქართული“, გასართობი ცენტრი „ნევერლენდი“, „სნო“, „ბარამბო“, „კამპა“ სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭიტა", კაფე "ასორტი", საფინანსო კომპანია "საქართველო".
გთხოვთ მობრძანდეთ ღონისძიებაზე და შეიტანოთ თქვენი წვლილი დაზარალებულთა დასახმარებლად.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100