სამასი არაგველის ქუჩაზე და ლოტკინის დასახლებაში მცხოვრებლებმა გველები დაიჭირეს
სამასი არაგველის ქუჩაზე და ლოტკინის დასახლებაში მცხოვრებლებმა წუხელ ორი გველი დაიჭირეს. ორივე ქვეწარმავალი ხალხმრავალ ადგილას იპოვეს: ერთი საცხოვრებელი სახლის კართან, მეორე კი ეზოში. მათი დაჭერის შესახებ მოსახლეობამ შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს შეატყობინა.
"ერთს ბაყაყი ჰყავდა გადაყლაპული, როცა ბიჭებმა დაიჭირეს. მერე მერიიდან მოვიდნენ და რომ მოუჭირეს, ბაყაყი გადმოაგდებინეს და გველი წაიყვანეს", - თქვა 300 არაგველის ქჩაზე მცხოვრებმა თენგიზ მარღაშვილმა.
სპეციალისტების განმარტებით, ორივე ქვეწარმავალი ანკარას სახეობისაა და ადამიანისთვის საშიში არ არის.
კომენტარი