რა მოხდა 26-ში? - თინა ხიდაშელი საარჩევნო დარღვევების მტკიცებულებებს ასაჯაროებს
თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი 26 ოქტომბრის არჩევნების იმ დარღვევების მტკიცებულებებს ასაჯაროებს, რომლის შემსწრეც თავდა გახდა. ხიდაშელი დეტალურად აღწერს ყველა იმ მექანიზმს, რითაც არჩევნები გაყალბდა და ამის ფოტო და ვიდეო მტკიცებულებაც გააჩნია.
რა მოხდა 26-ში?
შეპირებისამებრ, რამდენიმე ფოტო-ვიდეო ჩემი ტელეფონიდან.
რა არის ამ ფოტოებზე?
1. პირველ ფოტოზე ბღუჯა პატარა ფურცლები რომელსაც უბანში შევლამდე აძლევდნენ. ამ ფურცლებზე წინასწარ აკრეფილი ათასობით პირადობის ნომრები, გვარსახელები და ა.შ. იყო.
უდრო მარტივად: უბანში შესული კაცი, რიგის მომწესრიგებელთან შედიოდა თავისი პასპორტით, მაგრამ შემდეგ რეგისტრატორს კარნახობდა იმ პირად ნომერს რომელიც პატარა ფურცელზე დაუწერეს.
2. ვინ იყო ეს კაცი ვინც შედიოდა?
მეორე ფოტოზე სწორედ ეს ხალხია. ხალხი რომელიც მტელი დღე უბნებზე იყო, 40-50 ადამიანი ყველაგან. შავი ტყავის ქურტუკებში ხმაურიანი კაცები, სოფლის, უბნის ავტორიტეტები, ნაცნობები.... უკონტროლოდ მოძრაობდნენ.
მათი ფუნქცია სწორედ ეს იყო, შედიოდა როცა უნდოდა, რამდენჯერად უნდოდა, ვინ დაუშლიდა? ... და ახალ-ახალი პირადი ნომრებით იძლეოდა ხმას.
3. მესამე ფოტოზე, გადასატანი ყუთია. აი ასე მიგდებული, არც დაულუქავთ, არც უფიქრიათ ეს კონკრეტული კი გავაუქმებინე, მაგრამ რამდენი იყო ასეთი.
4. ბოლოს, ასე გამოიყურებოდა ყველა უბანი. ეს ყარაჯალიდანაა. რა არის ამ ფოტოში გასაკვირი, თითქოს ნორმალურია. პრობლემა ის არის რომ ეს კედელთან გაშლილი სისტემა შეუძლებელს ხდის დამკვირვებლისთვის უბანში იმუშავოს.
--- რაც მე აქ დავწერე ამ ყველაფრის აღმოჩენის ყველაზე ადვილი გზა იყო თითო დამკვირვებელი რეგისტრატორთან და ყოველი ქვითრის შემოწმება. იქ ამობეჭდილი ფოტო ემთხვეოდა თუ არა იმ ადამიანს რომელიც რეგისტრატორის წინ იდგა.
მაგრამ,
რა თქმა უნდა არც 3 და 4 ნამდვილი დამკვირვებელი იყო უბანზე და იქ მისულ დამკვირვებლებს უბნების ასეთი მოწყობაც სიურპრიზად დახვდათ.
როგორ უნდა შეამოწმო ქვითარზე სურათი თუ იქამდე უბრალოდ ვერ მიდიხარ?
კომენტარი