სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"შიგნით" იგივე "ძმა" გაგრძელდება? ნახეთ რას ავრცელებენ სერიალის შემქმნელები

"შიგნით", იგივე "ძმა" მაყურებელს სურპრიზს პირდება. სერიალის შემქმნელებმა დღეს შემდეგნაირი ანონსი გაავრცელეს: "#შიგნით, სამშაბათი, 19 სექტემბერი. ჩვენ სიურპრიზი გვაქვს!" - წერენ Ay yapim-ის წარმომადგენლები.

ვიდეო-ანონსს დიდი გამოხმაურება მოყვა. წერენ, რომ მოუთმენლად ელოდებიან რა სიახლე იქნება. ზოგიერთი იმედს გამოთქვამს, რომ სერიალი გაგრძელდება და მეორე სეზონიც იქნება. ზოგიერთი კი ვარაუდობს, რომ ულუსოის და ინემლის კვლავ ერთად ახალ სერიალში იხილავენ. თაყვამისმცემლებს ისღა დარჩენიათ 19 სექტემბერს დაელოდონ და გაიგონ რა სურპრიზს უმზადებენ მათ.

"შიგნით" თურქული სერიალია, რომელიც ქართულ ტელესივრცეში არც ისე დიდი ხანია რაც გამოჩნდა. ძმების ისტორიამ მაყურებლები ეკრანებს მიაჯაჭვა. სერიალი დიდი პოპულარობით სარგებლოს და უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. "ძმა" 2016 წელს გადაიღეს. მთავარ როლებს კი თურქი ვარსკვლავები და გოგონების გულთამპყრობელები ჩაღათაი ულუსოი და არას ბულუთ ინემლი ასრულებენ. სერიალი Ay yapim-მ გადაიღო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100