სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოში ახალი უნივერსიტეტი აშენდება

პრემიერ-მინისტრმა, ნიკა გილაურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აშშ-ში ქართული დელეგაციის ვიზიტის შესახებ ისაუბრა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოში ახალი უნივერსიტეტი აშენდება. "ახალი უნივერსიტეტი ათასწლეულის განვითარების ფონდის დაფინანსებით აშენდება"- განაცხადა გილაურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე და აქვე დასძინა, რომ გადაწყვეტილება უნივერსიტეტის აშენების შესახებ აშშ-ში ქართული დელეგაციის ვიზიტისას იქნა მიღებული.
დფგკდფგკდფგკფდ
გილაურის თქმით, ათასწლეულის განვითარების ფონდის პირველი ტრანში მომავალი წლის მარტში დასრულდება. ,,მოლაპარაკებები მიმდინარეობს მეორე ტრანშის გამოყოფაზეც და ამის შესახებ გადაწყვეტილება ნოემბერში ან დეკემბერში იქნება მიღებული. ეს ტრანში ახალი უნივერსიტეტის მშენებლობას მოხმარდება, რომლის მენეჯმენტიც მთლიანად წამყვან ამერიკულ უნივერსიტეტს გადაეცემა” - აღნიშნა გილაურმა.
დფგკდფგკდფგკფდ
გილაურის თქმით, ქართველი ბიზნესმენები ისწავლიან, როგორ მოიპოვონ ფინანსები სოფლის მეურნეობისთვის. პრემიერის განმარტებით, ეს შეთანხმება ვაშინგტონში ვიზიტისას იქნა მიღწეული.
დფგკდფგკდფგკფდ
,,მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან. კარგია, რომ თანხები პირველად გამოიყო სოფლის მეურნეობის დაფინანსებისთვის.
დფგკდფგკდფგკფდ
შემიძლია ვთქვა, რომ ეს ორგანიზაცია ცოტა ხანში ჩაატარებს კონფერენციასა და სემინარს ქართველი ბიზნესმენებისათვის, იმისათვის, თუ როგორ უნდა მოიპოვონ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისგან დაფინანსება სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის" - განაცხადა, გილაურმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100