ანჟელიკა ვარუმი და ლეონიდ აგუტინი თბილისში
ცნობილი მუსიკალური ოჯახური წყვილი ანჟელიკა ვარუმი და ლეონიდ აგუტინი უკვე თბილისში არიან. მოსკოვი-თბილისის რეისით ვარუმი და აგუტინი დღეს ჩამოფრინდნენ. რუსული ესტრადის ვარსკვლავები ხვალ, 21.00 საათზე, თბილისის საკონცერტო დარბაზში საქველმოქმედო კონცერტს გამართავენ.
როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბრისას მუსიკოსებმა განაცხადეს, მათ ძალიან უყვართ ქართველები და საქართველო.
"ძალიან გვიყვარს ქართველები და საქართველო. ვიცით, საქართველოშიც უყვართ ჩვენი შემოქმედება. ჩვენ ბევრ სიმღერას და დიდ სიყვარულს გავცემთ საპასუხოდ კონცერტზე", - განაცხადა ოჯახურმა დუეტმა.ხვალინდელ კონცერტზე ანჟელიკა ვარუმი და ლეონიდ აგუტინი ცნობილ სიმღერებს შეასრულებენ.
კომენტარი