სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ბანკმა მოახდინა სერვისცენტრების ადაპტაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის

საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ბანკის სერვისცენტრების ადაპტაციის შესახებ. ადაპტაციის ფარგლებში განხორციელდა სერვისცენტრის შესასვლელის აღჭურვა პანდუსითა და ელექტროკარით. შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნისათვის, საქართველოს ბანკის ადაპტირებულ სერვისცენტრებს, ზრუნვისა და კეთილი საქმის კეთების სიმბოლო – „სიცოცხლის ხის“ ნიშანი მიენიჭა.

საქართველოს ბანკმა ასევე შეცვალა საბანკო პროცედურები უსინათლოთათვის და შედეგად,მათი მომსახურება მოხდება ბანკის სტანდარტული პროცედურების დაცვით, ყველა სხვა მომხმარებლის მომსახურების იდენტურად. უსინათლო მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ მესამე პირს სთხოვოს ტექსტის წაკითხვა. ამასთან, დოკუმენტზე ხელმოწერის შესასრულებლად გამოიყენოს უსინათლოთათვის განკუთვნლი ბეჭედი (ფაქსიმილია).

მიმდინარე წელს, საქართველოს ბანკმა, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში 2,3 მილიონი ლარი გამოყო, საიდანაც 180,000 ლარი შშმ პირთათვის 13 საკვანძო სერვისცენტრის ადაპტაციას ხმარდება.

მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით საქართველოს ბანკი 100–მდე სერვისცენტრის ადაპტაციას მოახდენს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100