ირაკლი ღარიბაშვილმა ზვიად გამსახურდიას ხსოვნას პატივი მიაგო
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
ღარიბაშვილმა საქართველოს
პირველი პრეზიდენტის,
ზვიად გამსახურდიას
საფლავი ყვავილების
გვირგვინით შეამკო
და პატივი
მიაგო მის
ხსოვნას. დღეს
ზვიად გამსახურდიას
დაბადებიდან 75 წელი
შეუსრულდებოდა.
როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დიდია ზვიად გამსახურდიას ღვაწლი საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ
მოძრაობასა
და ქვეყნის სახელმწიფოებრივი
დამოუკიდებლობის
მიღწევის საქმეში.
"ზვიად
გამსახურდიას
დამსახურებაა
1991 წლის
31 მარტის
რეფერენდუმი,
რომლის შედეგადაც საქართველოს მთელმა მოსახლეობამ, აფხაზი და ოსი თანამოძმეების ჩათვლით, ხმა მისცა საქართველოს სახელმწიფოებრივ
დამოუკიდებლობას.
ამის საფუძველზე 1991
წლის 9 აპრილს ზვიად გამსახურდიას თაოსნობით საქართველომ დამოუკიდებლობის
აღდგენა გამოაცხადა,"-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კომენტარი