სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" გიგი უგულავას თავდებში უდგება

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" თბილისის, მერს გიგი უგულავას დღეს სასამართლო პროცესზე თავდებში უდგება, - ამის შესახებ დღეს თბილისის საკრებულოში განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საკრებულოს უმრავლესობის წევრმა მამუკა ახვლედიანმა გააკეთა.

მისი თქმით, დამთავრდა 4-თვიანი საგამოძიებო პროცესი, რომლის მიზანი დედაქალაქის მერის თვითმმართველი ორგანოდან ჩამოშორება და თბილისის საკრებულოში უმრავლესობის შეცვლა იყო.

ახვლედიანი აცხადებს, რომ პროკურატურის მოთხოვნა მილიონი ლარის გირაოს შეფარდებისა და გიგი უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ პოლიტიკურად მოტივირებულია.

ამასთან, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ თუ მერი არის ბრალდებული, თბილისის მერია, ქალაქის მთავრობა და ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც იღებენ პასუხისმგებლობას საგამოძიებო ორგანოების მიერ შეთითხნილ ბრალდებებზე.

პროკურატურამ ქალაქის მერის გიგი უგულავასთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით მილიონი ლარის გირაოს შუამდგომლობა დააყენა. ასევე, პროკურატურამ სასამართლოს უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერების თხოვნითაც მიმართა.

გიგი უგულავას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 13:00 საათზე დაიწყება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100