სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნატოში აშშ–ს დელეგაცია საქართველოსთვის МАР–ის მინიჭებას მხარს დაუჭერს

ნატოში ამერიკის სეერთებული შტატების დელეგაცია მხარს უჭერს საქართველოსთვის МАР პროგრამის მინიჭებას, – ამის შესახებ დელეგაციის მეთაურის მაიკლ ტერნერის განცხადებაშია ნათქვამი. მისი თქმით, ერაყისა და ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციებში წლების განმავლობაში მონაწილეობით საქართველომ დაადასტურა, რომ საიმედო მოკავშირე და უსაფრთხოების გარანტია.

„ნატოს გაფართოება არ შეიცავს საფრთხეს რომელიმე ქვეყნისთვის, პირიქით – ალიანსი აძლიერებს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ევროატლანტიკურ არეალში. ჩიკაგოს სამიტზე, 2012 წელს მე მხარს დავუჭერ МАР პროგრამაზე საქართველოს გადაყვანას. ნატოს გაფართოებამ ჩვენ ისტორიული წარმატება მოგვიტანა სტაბილურობის, უსაფრთხოების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის საქმეში“, – განაცხადა ტერნერმა.

ტერნერი აშშ–ის სენატის რეზოლუციასაც შეეხო და განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინ წარმომადგენლობითმა პალატამ რეზოლუცია №374 განხილვა დაიწყო, რომელიც საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ითვალისწინებს. ტერნერმა ნატოს წევრ ყველა ქვეყანას მოუწოდა, აშშ–ის მსგავსად მოიქცნენ, რათა ინტენსიური გახადონ საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100