სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბიზნესომბუდსმენი არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციას შეხვდება

ხუთშბათს, 23 მაისს არაალკოჰოლური სასმელების ელექტრონულ მარკირებასთან დაკავშირებით, ბიზნესომბუდსმენსა და მეწარმეებს შორის შეხვედრა გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 24 აპრილს საქართველოს მაშიდელმა ფინანსთა მინისტრმა გამოსცა ბრძანება, რომლის საფუძველზეც განისაზღვრა არააქციზური საქონლის მარკირების ახალი სავალდებულო წესი - მატერიალური ან არამატერიალური ფორმით სავალდებულო მარკირებას უნდა დაქვემდებარებულიყო არაალკოჰოლური სასმელები (მათ შორის, მინერალური და მტკნარი წყალი).

ელექტრონულ მარკირებას, საქართველოს სახელმწიფოსთან დადებული ექსკლუზიური ხელშეკრულების საფუძველზე, ახორციელებს შვეიცარული კომპანია SICPA, რომელსაც, ამავე ხელშეკრულების მიხედვით, მომსახურების საფასურს არაალკოჰოლური სასმელის მწარმოებელი უხდის.

საქონლის აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდება/სავალდებულო მარკირება უნდა განხორციელებულიყო 2013 წლის 1 იანვრიდან. ხელშეკრულების ძალაში შესვლა, ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით, რამდენჯერმე გადაიდო. საკითხი, სამწუხაროდ, დღემდე ღიად რჩება და შარშან დადებული ხელეკრულება, ფაქტობრივად, კვლავ ძალაშია.

აღნიშნული საკითხის მოგვარების მიზნით, არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების ინიციატივით, დაიგეგმა შეხვედრა ბიზნესომბუდსმენთან, ბატონ გიორგი გახარიასთან. ბიზნესომბუდსმენის განცხადებით, ის მზადაა მოისმინოს მეწარმეთა არგუმენტები და და მონაწილეობა მიიღოს პრობლემის მოგვარებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100