სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გამტაცებელმა 12 წლის გოგონა ქორწინების მიზნით გაიტაცა და აი, რას აიძულებდა 6 თვის განმავლობაში

პაკისტანში 12 წლის გოგონა გაიტაცეს და 6 თვის განმავლობაში ცხოველების სადგომში ჰყავდათ დაბმული. გამტაცებელმა მასზე იძულებით იქორწინა და რელიგია შეუცვალა.

როგორც გამოცემა Guardian წერს, გამტაცებელი თავდაპირველად დააკავეს, თუმცა მალევე გამოუშვეს, რადგან პოლიციის თქმით, არ არსებობდა არც ერთი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ გოგონა გაიტაცეს. ამასთან, სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ის არა 12-ის, არამედ 16 წლისაა.

გოგონას მამამ სასამართლოში წარმოადგინა ფოტო მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მისი შვილი წამების მსხვერპლი გახდა. ასევე მისი დაბადების მოწმობა და ფოტოები. როგორც ის ყვება, მის შვილს ცხოველების სადგომში ამუშავებდნენ დაბმული და არაერთხელ იძალადეს მასზე სექსუალურად.

აღსანიშნავია, რომ გოგონა ქრისტიანთა ოჯახიდანაა, მისი გატაცების შემდეგ კი გამტაცებელმა მუსლიმანურ რელიგიაზე იძულებით გადაიყვანა.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100