ქურდობის ბრალდებით, ინდოეთში საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს
ქურდობის ბრალდებით, ინდოეთში, ქალაქ გოაში საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Times of India ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, პოლიციამ დაკავებულების ჩხრეკისას ამოიღო ნაღდი ფული, ოქროს ორნამენტები და შვიდი მობილური ტელეფონი.
როგორც ინდური მედია აღნიშნავს, პოლიციაში მისი სახლის ძარცვის შესახებ განცხადება ერთ-ერთმა მოქალაქემ, მარია იზაბელა ფერნანდესმა შეიტანა, რის შემდეგაც სახლთან დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო კამერების მეშვეობით პოლიცია დამნაშავეებზე გავიდა.
პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულები გოაში 7 მარტს ჩავიდნენ და ყოველდღიურად სახლს ქირაობდნენ.
კომენტარი