სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შეგნებულად არ ვამბობდით... ეს იყო ჩვეულებრივად ოპერატიული ტაქტიკა - ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლაზე

შეგნებულად არ ვამბობდით ამის თაობაზე, ეს იყო ჩვეულებრივად ოპერატიული ტაქტიკა - ამბობს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასა და მის დაკავებაზე. ღარიბაშვილის თქმით, სააკაშვილი მაშინ დააკავეს, როცა ის ბინაში მარტო იყო.

"ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა იმის თაობაზე, რომ თითქოს ხელისუფლებამ არ იცოდა. აქვე მინდა ბოდიში მოვუხადო ჩვენი გუნდის წევრებს, მათაც მოუწიათ საპირისპირო განცხადების გაკეთება. ჩვენ შეგნებულად არ ვამბობდით ამის თაობაზე, ეს იყო ჩვეულებრივად ოპერატიული ტაქტიკა, რომელიც საჭირო იყო ასეთი შედეგის დასაყენებლად", - თქვა ღარიბაშვილმა "იმედის" ეთერში.

ცნობისთვის, მთელი დღის განმავლობაში"ქართული ოცნების" ლიდერები ამტკიცებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ ჩამოსულა. მამუკა მდინარაძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი
იმყოფებოდა უკრაინაში, კურორტ ტრუსკავეცში.

ხოლო ვიდეო, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე გამოაქვეყნა, კობახიძის თქმით, მარტივი ფეიქია, ჩვენი ექსპერტები მუშაობენ - კობახიძე მიხეილ სააკაშვილის ვიდეოზე.

ვისაც გჯერათ, შეგვიძლია გაგატაროთ - ამბობდა პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100