სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ასე ამბობენ, რომ ფულის შეწერაზე იყო...ცხედარს სახე არ უვარგა, ძვლები არის შესული ტვინში" - ლენტეხში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

ლენტეხში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი - სოფელ ჩიხარეშში მიკროავტობუსის მძღოლს ადგილობრივები, სავარაუდოდ, ფულის გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ .

გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, 47 წლის რობიზონ თუთარაშვილს ფულს სისტემატიურად სძალავდნენ, ბოლო ჯერზე კი მან ფულის გაცემაზე უარი თქვა, რის გამოც იგი სასტიკად სცემეს:

"ნაცემი მიატოვეს და მერე იპოვა ვიღაცამ და დარეკა სასწრაფოში. ცხედარს სახე არ უვარგა, ძვლები არის შესული ტვინში, მარტო გული მუშაობდა მეტი არაფერი, ოპერაციას ხელი არ მოკიდეს, შანსი არაა, რომ გადარჩესო. ასე ამბობენ, რომ ფულის შეწერაზე იყო, ყოველ რეისზე 100 დოლარი, 200 დოლარი", - აცხადებს მოკლულის ერთ-ერთი ნათესავი გიორგი თუთარაშვილი.

შეგახსენებთ, სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორება ლენტეხში 5 ივნისს მოხდა. გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეული განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100