პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში COVID-19-ის ინფექციის სიმპტომებითა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით 9 დღის ახალშობილი მოათავსეს
გუშინ მარნეულიდან გადმოიყვანეს 9 დღის ახალშობილი, როგორც საეჭვო შემთხვევა. სუნთქივის უკმარისობით და მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომით. ამ ეტაპზე ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურია. იგზავნება ნაცხი ლუგარის ლაბორატორიაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განუცხადა.
რაც შეეხება დანარჩენი 12 პაცინტის მდგომარეობას, ლევან რატიანის ინფორმაციით, კვლევების თანახმად უარყოფითი დინამიკის გარეშეა. „თუ არ ჩავთვლით 80 წლის ქალს, რომელსაც აქვს სუნთქვის უკმარისობა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან ადის რეანიმაცის განყოფილებაში“, - აღნიშნა რატიანმა.
კომენტარი