სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ინფექციურ საავადმყოფოში 3 ახალი პაციენტი შეიყვანეს

კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისივე განმარტებით, პაციენტთან განმეორებითი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევებით ცვლილებები არ ვლინდება.
ირანიდან აზერბაიჯანის გავლით ქვეყანაში ჩამოსული 50 წლამდე საქართველოს მოქალაქე, მკურნალობას თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში გადის.
გარდა ამისა, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურში დღეს 3 ახალი პაციენტი შეიყვანეს, რომელთაც შესაბამისი ტესტირება ჩაუტარდებათ და პასუხი დღის მეორე ნახევარში იქნება ცნობილი.
"ჯერჯერობით მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. არ აქვს ტემპერატურა და ჩივილები. ობიექტურად ცვლილებები არ ვლინდება, განმეორებითი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევებით ცვლილებები არ ვლინდება, აქედან გამომდინარე ამ პაციენტის ზოგადო მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. თუმცა ეს დაავადება საკმაოდ მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება და შესაძლებელია მიმდინარეობის პერიოდის ნებისმიერ დროს მოხდეს მისი დამძიმება. სამი ახალი პაციენტია, რომლის კვლევა გაგრძელდება ლუგარის ლაბორატორიაში და მათი ტესტირებით კორონავირუსზე შედეგი დღის მეორე ნახევარში გვეცოდინება," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100