სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"არ გეშინოდეს ჩემო თავო - კიდევ ბევრი იქნება თავმოსაკლავად საცხოვრებელი" - ეკა ყურშიტაშვილი

"ისე გავიზარდე, ერთი ნაკაწრიც არ მქონია. მუხლებიც არ გადამიყვლეფია. სულ ფრთხილად ვიყავი. თითისწვერებზე დავდიოდი ტკივილის შიშით. ვიზრდებოდი ასე, ჯანმრთელი და უვნებელი. მთელი. და კარგი. გავიზარდე და გავაგრძელე. ოღონდ არ მტკენოდა და მზად ვიყავი, სოროში გამეტარებინა მთელი ცხოვრება. თაგვივით.

არ გაამართლა. არასოდეს ამართლებს ცხოვრების მოთმენა. დგება დრო, როცა სწორედ ეს ხდება მტკივნეული - ეს გაწელილი არაფერი, არყოფნა. და მივუშვი. ყელზე შემოხვეული ჩემი შიშის თოკის ღრღნა დავიწყე. თავით გადავეშვი ყველაფერში, სადაც ძნელია. სადაც ტკივილია. გადავიყვლიფე ყველაფერი. სულ ნაწილ-ნაწილ დავიშალე თავი. ათასჯერ. აღარაფერი დამრჩა ჯანმრთელი. ზოგჯერ ისიც კი არ ვიცი, ვარ თუ არ ვარ, მე ვარ თუ ვინმე სხვა. ისე ვხტები, არ ვიცი, გადავრჩები თუ არა.

ხან სულაც მიწას გავერევი ხოლმე, მაგრამ ამოვდივარ იმ მიწიდან და უფრო ღონიერ ფესვებს ამოვიყოლებ.
არავინ გადარჩება შიშით და არავინ მოკვდება ტკივილით. არცხოვრებით კი შეიძლება მოკვდე. ყველაზე ავადმყოფი იქნები ყველაზე ჯანმრთელი და ყველაზე დაშლილი - ყველაზე მთელი.
არ გეშინოდეს, ჩემო თავო - კიდევ ბევრი იქნება თავმოსაკლავად საცხოვრებელი.
და ნუ გეშინიათ თქვენც - გადახტით. უკეთესს ვერაფერს გააკეთებთ, სანამ ხართ", - წერს ეკა ყურშიტაშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100