სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცნობილი დიზაინერების რჩევები მათ ვისაც სურს იყოს ელეგანტური, ლამაზი და დასამახსოვრებელი ქალი

მათზე უკეთ არავინ იცის როგორ უნდა გამოიყურებოდეს ქალი კარგად, როგორ დამალოს ნაკლი, როგორ წარმოაჩინოს ღირსება, სწორედ ამიტომ გთავაზობთ ცნობილი დიზაინერების რჩევებსა და გამონათქვამებს, რომელიც ვიზუალის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

ასაკი ქალისთვის არ არის მთავარი: შესაძლოა იყო აღმაფრთოვანებელი 20 წლის ასაკში, თვალისმომჭრელი 40 წლის ასაკში და დარჩე შეუდარებლად სიცოცხლის ბოლომდე (კოკო შანელი)

ფეხსაცმელი ახდენს თქვენი სხეულის ვიზუალურ ტრანსფორმაციას. ისინი გწევენ თქვენ მაღლა როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერადაც (კრისტიან ლაბუტენი)

ხელები ქალის სავიზიტო ბარათია, ყელი პასპორტი, მკერდი კი საზღვარგარეთის პასპორტი. (კოკო შანელი)

ფეხსაცმლის შერჩევაზე ზრუნვა არასოდეს არ არის გადაჭარბებული. ბევრი ქალი თვლის, რომ ფეხსაცმელი არ არის მნიშვნელოვანი, მაგრამ რეალობა ამტკიცებს, ქალის ელეგანტურობა არის ის რაც მას ფეხზე აცვია. (კრისტიან დიორი)

ქალისთვის ყველაზე მოდური აქსესუარი გახლავთ მამაკაცი (კოკო შანელი)

ნუ გადაეშვებით ტრენდებში, ნუ მისცემთ მოდას თქვენი დაპყრობის უფლებას, თავად გადაწყვიტეთ ვინ ხართ, რა გსურთ გამოხატოთ საკუთარი სამოსითა და ცხოვრების სტილით. (ჯანი ვერსაჩე)

სილამაზეზე ზრუნვა გულისა და სულის გალამაზებით უნდა დაიწყოთ, სხვაგვარად კოსმეტიკა ვერაფერს გიშველით. (კოკო შანელი)

ნამდვილი ქალი მავნებელი და ჭირვეული უნდა იყოს (კრისტიან დიორი)

ელეგანტურობა არ ნიშნავს თვალში მოხვედრას. ეს ნიშნავს მეხსიერებაში დარჩენას. (ჯორჯო არმანი)

სუნამო - ეს ქალის ინდივიდუალიზმის მნიშვნელოვანი მხარეა, ეს სტილის ბოლო შტრიხია. (კრისტიან დიორი)

თუ დაგრეხილი ფეხები გაქვთ, ღრმა დეკოლტე ჩაიცვით. (კრისტიან დიორი)

ყოველთვის იარეთ ისე, თითქოს თქვენს უკან სამი მამაკაცი მოდის (ოსკარ დე ლა რენტა)

საკვების ყოველი ლუკმა პირში 2 წუთს ყოვნდება, მუცელში 2 საათი, თეძოებში ცხიმი კი 2 თვე რჩება. (კრისტიან დიორი)

არ არსებობს მახინჯი ქალი - არსებობენ მხოლოდ ზარმაცი ქალები (კოკო შანელი)

იყიდეთ ნაკლები, შეარჩიეთ უკეთესი და გააკეთეთ ეს თავად (ვივიენ ვესტვუდი)

არაფერი არ აბერებს ქალს ისე როგორც ზედმეტად მდიდრული კოსტიუმი (კოკო შანელი)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100