ალერგია წყალზე, ადამიანი ხეები და 7 ყველაზე უცნაური დაავადება
მედიცინისა და ტექნიკის გრანდიოზული მიღწევების მიუხედავად დღემდე არსებობს ისეთი დაავადებები რომელთა არათუ განკურნება არამედ ახსნაც კი ვერ მოხერხდა. გთავაზობთ მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების მიერ შედგენილ ყველაზე არალოგიკური და აუხსნელი ადამიანური ანომალიების სიას, ე.წ. გამოცანებს.
მედიცინის ისტორიაში ყველაზე უცნაური და გამაოგნებელი მოვლენა ადამიანი ხეების არსებობა გახლავთ. ამ დაავადების მატარებელთა კიდურები მართლაც, რომ ხის ტოტებს მოგაგონებთ, მათი კანიც ხის ქერქს წააგავს. აღნიშნული დაავადების შესწავლაზე მედიკოსებმა დიდი დრო დახარჯეს, მრავალი მცდარი ვერსიის განხილვის შემდეგ კი სწორ დასკვნამდე მივიდნენ. ადამიანი ხეები იმუნოდეფიციტის იშვიათი სახეობით არიან დასნეულებული.
ალერგია წყალზე. ამ დაავადების მატარებელთ შეუძლიათ წყლის დალევა, მაგრამ მასთან შეხებისას კანზე წითელი ლაქები უჩნდებათ და ძლიერი ქავილი ეწყებათ. ეს დაავადება მეცნიერებმა ჯერ კიდევ 1964 წელს აღწერეს მაგრამ მისი ახსნა დღემდე ვერ შეძლეს.
უცხოური აქცენტის სინდრომი. 1941 წელს, ნორვეგიის დაბომბვის შემდეგ ერთ-ერთი ნორვეგიელი ქალბატონი მშობლიურ ნორვეგიულ ენაზე გერმანული აქცენტით საუბრობდა. აღნიშნული ფაქტი განსაკუთრებით უცნაური იყო, რადგან ამ ქალბატონს გერმანული არ ესმოდა, ამ ენაზე არ საუბრობდა და მისი შესწავლაც არასოდეს ჰქონდა ნაცადი. ნორვეგიელი ქალბატონის ეს ისტორია უცხოური აქცენტის სინდრომის პირველი ოფიციალურად დაფიქსირებული შემთხვევა გახლდათ, თუმცა არა ერთადერთი.
ადამიანი ქიმერა. მათ ბუნების შეცდომასაც ხშირად უწოდებენ. ადამიანი ქიმერა სამედიცინო ენაზე ორი დნმ-ის მქონე ადამიანია, უფრო კონკრეტულად, რომ ვთქვათ ადამიანი ქიმერა ერთროულად ორი ადამიანი გახლავთ. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ქალი-ქიმერა გენეტიკური თვალსაზრისით საკუთარი შვილების დედა არ ყოფილა.
მორლეგონის დაავადება. ის ათასობით ადამიანს აწუხებს, მაგრამ მორლეგონის გამომწვევი მიზეზი არავინ იცის. მორლეგონით დაავადებულებს კანზე ბოჭკოები უჩნდებათ, რაც ძლიერ ტკივილსა და სხეულში უხილავი პარაზიტების ქონის შეგრძნებას იწვევს. მეცნიერთა ნაწილი ამ დაავადების გამომწვევ მიზაზად ორგანიზმში ბაქტერიების არსებობას მიიჩნევს, მეორე ნაწილი კი მორლეგონის დაავადებას ფსიქიკური არამდგრადობის ერთ-ერთ გამოვლინებად მიიჩნევს. მათი განმარტებით პაციენტი თავს ირწმუნებს რომ მის სხეულში პარაზიტები ცხოვრობენ.
ჯორჯ მესამის სიგიჟე. ინგლისის მეფეს ჯორჯ მესამეს იმდენად ძლიერი ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა, რომ დასაწყნარებლად სპეციალურ ხალათსაც კი აცმევდნენ. მეთვრამეტე საუკუნის ექმიმები მის მდგომარებას გენეტიკით ხსნიდნენ, თუმცა 2005 წელს მონარქის თმის გამოკვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მეფეს ორგანიზმში დიდი რაოდენობით დარიშხანი ჰქონდა რაც მის ფსიქიკაზე უარყოფით გავლენას ახდენდა.
ბინძური თითი. 1991 წელს 24 წლის მამაკაცმა თითი ქათმის ძვლით დაიზიანა, ჭრილობა შეხორცდა, მაგრამ 5 წლის შემდეგ იგივე თითი საშინელ სუნს გამოყოფდა. სუნი იმდენად მძაფრი იყო, რომ მისი შეგრძნება შორი მანძილიდანაც კი შეიძლებოდა, ექიმები პაციენტის დახურულ ოთახში გასინჯვასაც კი ვერ ახერხებდნენ. მსოფლიო მედიცინა ამ დაავადების წინაშე უძლური აღმოჩნდა. გარკვეული დროის შემდეგ კი სუნი თავად გაქრა.
კომენტარი