15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
გაგიმძაფრდებათ ინტერესი ექსპერიმენტებისადმი, მედიცინისა და კვების მრეწველობისადმი. დილა ვარჯიშით დაიწყეთ. კარგია დიეტაც. მეტად იზრუნეთ ახლობლებზე.
კურო
იყავით მეტად პრაქტიკული. დაასრულეთ დაწყებული საქმეები. საღამოს მოაწყვეთ ოჯახური წვეულება. გაუმჯობესეთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან.
ტყუპი
სიფრთხილე გმართებთ ბინის ქირაობა-გაქირავებასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით, უცხოელ კლიენტებთან. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეების მოგვარებას.
კირჩხიბი
კარგი დღეა საჭირო ინფორმაციის მოსაძიებლად. ეს შეიძლება იყოს კულინარიული რეცეპტი, სამედიცინო რჩევა. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ნათესავებთან, მეზობლებთან.
ლომი
აკონტროლეთ ხარჯი, კვება (მიირთვით დიეტური საკვები, ხილი და ბოსტნეული). საღამოს მოაწყვეთ ოჯახური წვეულება. დაიცავით ძილის რეჟიმი.
ქალწული
ნუ დაიწყებთ მასშტაბურ პროექტებზე მუშაობას. ნუ ეცდებით გარშემო მყოფების იდეალიზებას. მოერიდეთ ამბიციურობას, ავანტიურას.
სასწორი
გავლენიან ადამიანებს გაიცნობთ, რომლებიც წარმატებაში დაგეხმარებიან, თუ მოინდომებთ და გააცნობთ მათ თქვენს გეგმებს. საღამოს განმარტოება მოგინდებათ.
მორიელი
გადახედეთ წარსულს, გამოიტანეთ დასკვნები. ეჭვების გამო ნუ გაართულებთ ურთიერთობას მეგობრებთან. ყური დაუგდეთ კრიტიკულ შენიშვნებს.
მშვილდოსანი
კოლეგებთან ერთად შეუდექით დაწყებული საქმეების დასრულებას. მოერიდეთ დაუფიქრებელი ნაბიჯის გადადგმას ეჭვიანობის, აზარტის ზეგავლენით.
თხის რქა
ახალ პარტნიორს გაიჩენთ სხვა ქვეყანაში, ქალაქში. შეიძლება მივლინებით ან სამკურნალოდ მოგიწიოთ საზღვარგარეთ გამგზავრებამ.
მერწყული
მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, სასიყვარულო პერიპეტიებმა ან შემოქმედებითმა კრიზისმა შეიძლება გაგირთულოთ ცხოვრება. იყავით დაკვირვებული მუშაობისას.
თევზები
მოერიდეთ კამათს გარშემო მყოფებთან. მეტი დრო გაატარეთ თქვენთვის საინტერესო ადამიანებთან. გააუმჯობესეთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან.
კომენტარი