"დარდი ფორმას იცვლის, მაგრამ არასოდეს მთავრდება" - კიანუ რივზის ტრაგედია
„დარდი ფორმას იცვლის, მაგრამ არასოდეს მთავრდება. წარმოვიდგენ ხოლმე, ჯენიფერი რომ არ დაღუპულიყო და ჩვენი გოგონაც დაბადებულიყო, ახლა როგორ ვიცხოვრებდით. ვდარდობ იმაზე, რაც არასდროს მქონია და უკვე აღარც მექნება - მათთან ერთად ცხოვრებაზე"
ეს სიტყვები ჰოლივუდის ვარსკვლავმა კიანუ რივზმა მისი ცხოვრების უდიდესი ტრაგედიიდან 15 წლის შემდეგ თქვა და კიდევ ერთხელ გაახსენა საზოგადოებას ის რაც 1999 წელს მოხდა.
მეოცე საუკუნის ბოლო წელი მართლაც სარკალური გახლდათ კიანუსთვის. ერთის მხირვ ამ წელს რივზი კარიერის მწვერვალზე ავიდა, რადგან შეასრულა ნეოს როლი მატრიცაში, გახდა უსაზღვროდ პოპულარული, შევიდა მსოფლიოს უმდიდრეს მსახიობთა სიაში და ოთხჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე, თუმცა....
კარიერაში წარმატებამ ბედნიერება ვერ მოუტანა, რადგან ამავე წელს მის პირად ცხოვრებაში საზარელი ტრაგედია მოხდა, მისი და ჯენიფერ საიმის შვილი მკვდარი დაიბადა. ტრაგედიამ წყვილის ცხოვრებას საშინელი დაღი დაასვა და ისინი მალევე დაშორდნენ. 18 თვის შემდეგ კი მომღერალ მერლინ მენსონის სახლიდან მომავალი ჯენიფერი ავტოავარიაში მოყვა და გარდაიცვალა.
მას შემდეგ 15 წელზე მეტი დრო გავიდა კიანუს კი ცოლი არ შეურთავს, არც შვილები ჰყავს, ის განთქმულია ქველმოქმედებისა და ცხოვრების უბრალო სტილის სიყვარულით. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი მსახიობია, ცხოვრობს მოკრძალებულად, მგზავრობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
რამდენიმე წლის წინ პაპარაცებმა ის მოწყენილი გამოიჭირეს პარკში, ფოტოები გადაუღეს და ყვითელ მედიაში გაჩნდა სტატიები სათაურით „სევდიანი კიანუ“
ამას მოჰყვა ინტერნეტ ხუმრობები, გიფები, მემეები და სათამაშოც კი სახელად sad Keanu. კინოვარსკვლავის სევდა სოციალურ ქსელებში ხუმრობის საგნად იქცა. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ფილმ მატრიცას შემნელთა გუნდის ერთ-ერთი წევრი.
„კიანუ არ არის უჟმური ან მოსაწყენი ადამიანი. მას არ აქვს ვარსკვლავური დაავადება, ის ძალიან კომუნიკაბელურია, ყოველთვის იმსახსოვრებს თუნდაც უმნიშვნელო ადამიანების სახელებს, ესალმება და ესაუბრება უბრალო პერსონალს.
ერთხელ მატრიცას ერთ-ერთი სერიის გადაღებისას შეიტყო, რომ დეკორაციების უბრალო მუშას ფინანსური პრობლემები ჰქონდა და მის ოჯახს ძალიან უჭირდა ეკონომიურად. კიანუც ადგა და ამ მუშას 20 ათასი დოლარი აჩუქა ახალ წელს.“ - წერდა ის.
უბრალოებით არაერთხელ გაუოცებია რივზს საზოგადოება, მაგალითად რამდენიმე წლის წინ ნამდვილ ინტერნეტ ჰიტად იქცა იუთუბზე გავრცელებული ვიდეო, რომელიც მეტროში ჩუმად არის გადაღებული ტელეფონით და რომელზეც ჩანს როგორ უთმობს კიანუ რივზი სკამს ფეხზე მდგომ მგზავრს.
კომენტარი