სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

26 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ძალიან საპასუხისმგებლო პერიოდი იწყება, ახლა მეტი გონიერება გმართებთ, როგორც თქვენი ქმედებების, ასევე თქვენი აზრების ფორმულირებისას, რადგან უბრალოდ წამოსროლილმა ფრაზამ შესაძლოა წყალში ჩაგიყარო მთელი ნაშრომი.

კურო

თავი დაანებეთ სხვების განკითხვას და მოიშორეთ შიშები, ეს ხელს შეგიშლით წინსვლასა და განვითარებაში. თუ იმუშავებთ საკუთარ თავზე და პოზიტიურად იაზროვნებთ, მაშინ საქმიან ურთიერთობებიც მეტად ნაყოფიერად და სასიკეთოდ წარიმართება.

ტყუპები

შემთხვევითობებს ნუ დააბრალებთ თქვენს წარუმატებლობას, ნუ დაგავიწყდებათ, რომ არჩევანს თვითონ აკეთებთ. გააკეთეთ მიმდინარე მოვლენების ანალიზი და დაიწყეთ თქვენს ნეგატიურ თვისებებზე, მუშაობა.

კირჩხიბი

ეცადეთ მოაგვაროთ არსებული პრობლემები, არ გადადოთ მნიშვნელოვანი წამოწყებები სამომავლოდ, თუ გსურთ რომ თქვენი გეგმები შედეგიანად წარიმართოს.

ლომი

დიდი სიფრთხილე გამოიჩინეთ ირგვლივმყოფი ადამიანების მიმართ, შესაძლოა ფიქრობდნენ ერთს, თქვან მეორე და გააკეთონ მესამე. ენდეთ ინტუიციას და ნუ ენდობით იმ ადამიანებს ვინც თქვენში ეჭვს იწვევს.

ქალწული

დაიცავით მოძრაობის წესები და იყავით ფრთხილად, არ აქვს მნიშნელობა საჭეს მართავთ თუ ფეხით გადაადგილდებით. კარგი დროა ფიზიკური ვარჯიშების დასაწყებად.

სასწორი

სასიყვარულო თავგადასავლების დროა, მათ ვისაც მეწყვილე არ ჰყავს შესაძლოა იპოვნონ თავისი ცხოვრების მეგზური. ნუ აჰყვებით ვნებებს და ფხიზელი გონებით დაინახეთ რეალური სურათი.

მორიელი

შეეცადეთ დროულად დაიწყოთ და დაასრულოთ მნიშვნელოვანი საქმეები, რადგან თქვენი ენერგეტიკა თავდათან მცირდება. სტრესის შემთხვევაში ფიზიკური ვარჯიშები ძალიან ეფექტური იქნება და იოლად გაუმკლავდებით უხასიათობას.

მშვილდოსანი

ცხოვრებისეული პრობლემების გამო შესაძლებელია შეიცვალოს თქვენი გეგმები, შესაძლოა მიმდინარე მოვლენებმა თქვენი სულიერი მღელვარება გამოიწვიოს და უარი თქვათ ჩაფიქრებული გეგმის განხორციელებაზე.

თხის რქა

ერიდეთ შურიან და არაკეთილმოსურნე ადამიანებს. არის უსიამოვნო კამათის, არასასურველი შეხვედრების ალბათობა, ეს ადამიანები შეიძლება იყვნენ როგორც კლიენტები, ასევე შემთხვევით შემხვედრი ადამიანები.

მერწყული

ნუ ჩაიციკლებით წარსულზე, იზრუნეთ განწყობის ამაღლებაზე, გაერთეთ, მეტი დრო დაუთმეთ საინტერესო საქმეს, გადაერთეთ სიახლეებზე და მოერიდეთ გარჩევებს პირად თემებთან დაკავშირებით.

თევზები

მიენდეთ განგებას და ნუ იღელვებთ ყოველ წვრილმანზე, სამყარო თავად გთავაზობთ ცვლილებებს, შეხედეთ მიმდინარე მოვლენებს ფილოსოფიურად, შეწინააღმდეგებას აზრი არ აქვს, მიჰყევით მის სვლას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100