სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვაჭრობა სექსუალობით

ადამიანის სექსუალობა ზოგჯერ განიხილება სოციალური გაცვლის თეორიის მიხედვით. ეს თეორია თავსებადია ადამიანის სექსუალობის სხვა თეორიებთან მაგ. ევოლუციონარულ, კონსტრუქციონალურ-ფემინისტურ და სხვასთან. მისი მიხედვით ადამიანები ამყარებენ ურთიერთბას ღირებულების და სარგებლის შესაბამისად. მარტივად, რომ ვთქვათ გასცემენ რაღაცას, სხვა რაღაცის მისაღებად. ურთიერთობა მაშინ არის წარმატებული და ხანგრძლივი თუ ურთერთ სასარგებლოა. ანუ დადებითი შედეგი მოაქვს, როგორც ერთი ასევე მეორე მხარისთვის.

ურთიერთბებში გაცვლის ფორმა არ არის მხოლოდ ფულადი ღირებულებები. ამ შემთხვევაში შეიძლება საფასურს და სარგებელს წარმოადგენდეს სიყვარული, სტატუსი, თვითშეფასება, პრესტიჟი, ყურადღება და ა.შ. სოციალური გაცვლის თეორია ამ შემთხვევაში ადამიანის ურთიერთობებსაც განიხილავს ეკონომიკური პრინციპებით, შესაბამისად მნიშვნელოვანია მოთხოვნა, მიწოდება, საბაზრო ღირებულება და კონკურენცია.

სექსუალურ ქცევას სოციალური გაცვლის თეორია განიხილავს შემდეგნაირად: სექსმა შეიძლება მოუტანოს სარგებელი პარტნიორებს: სიამოვნება, სიყვარული, ყურადღება, პრესტიჟი. მისი ღირებულება შეიძლება იყოს გულის ტკენა, დაავადება, საზოგადოების განწყობა, სირცხვილი და ა.შ. სექსის გამოსავალი (შედეგი) შეიძლება იყოს ორსულობაც, თუმცა ის სარგებელს თუ ღირებულებას წარმოადგენს, კონკრეტულ შემთხვევებზეა დამოკიდებული. სხვა კომპონენტებიც შეიძლება იყვნენ ზოგ შემთხვევაში სარგებელი, ზოგ შემთხვევაში ღირებულება. სოციალური თეორიის მიხედვით უკანასკნელ წლებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა პოზიცია, რომლის მიხედვითაც სექსი განიხილება ვაჭრობის საგნად. ჰეტეროსექსუალური კავშირის დროს სექსი ქალის რესურსია (უმეტესად), მამაკაცი იხდის სხვა რესურსს რათა ქალისგან მიიღოს სექსი, ზოგ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს პირიქით. კულტურული სისტემების მიხედვით თითქმის ყველა საზოგადოებაში ქალის სექსუალობას ჰქონდა „თანდაყოლილი“ ღირებულება, მამაკაცისას – არა. შესაბამისად სექსის დროს ქალი „გასცემდა“ მამაკაცი „იღებდა“. იგივე შეიძლება ითქვას დღევანდელ დღეზეც, თუმცა ცოტა სხვა ფორმებით. იმისთვის, რომ მამაკაცმა მიიღოს ქალისგან სექსი ის სთავაზობს სხვადასხვა რესურსს მაგ. სიყვარულს, პატივისცემას, ქორწინებას, სხვა სარგებელს და ვალდებულებებს, ზოგჯერ ფულს. უმეტეს შემთხვევაში კაცი გვევლინება, როგორც მყიდველი, ქალი – გამყიდველი.

შესაბამისად საზოგადოების ნაწილში ქალიშვილობა მეტად ფასეულია მამაკაცის, ვინაიდან მამაკაცის სექსუალობა არ განიხილება ღირებულად, ქალის-კი. შესაბამისად ქალიშვილობა ზოგჯერ წარმოადგენს დამატებით ჯილდოს , რომელსაც გასცემს ქალი საკუთარ რესურსთან (სექსუალობასთან ) ერთად. მამაკაცების ვაჟიშვილობას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ. ეს საკითხი ვრცელდება ღალატზეც. ქალების ღალატი აღიქმება უფრო მძიმედ და უარყოფითად ვიდრე კაცების, რადგან ქალების სექსუალობა მეტად ფასეულია, ვიდრე კაცის. ისინი არიან მყიდველები, შესაბამისად ნაყიდი „სექსი“ მათ ეკუთვნით, თუ იყიდიან სხვასაც, ამით არაფერი შავდება, თუმცა თუ მათ ნაყიდ ნივთს „მოიხმარს“ სხვაც, ეს უკვე ძლიერ უარყოფით მოვლენაა. შესაბამისად სოციალური გაცვლის თეორიის მიხედვით მოღალატე ცოლი „გასცემს“ ღირებულს, ხოლო მოღალატე კაცი – არა. ვინაიდან კაცის სექსუალობა არ განიხილება, როგორც ფასეული რესურსი (ამ შემთხვევაში კაცის რესურსი შეიძლება იყოს ფული, ან სხვა რამ რაც შეიძლება მოაკლდეს ოჯახს და დისკომფორტი შეუქმნას ცოლს).

კანონიერადაც ხშირად გაუპატიურებაში მოიაზრება კაცისგან ქალის დაცვა და არა პირიქით, ვინაიდან .

საბაზრო ეკონომიკის მიხედვით გამყიდველებს შორის უმეტესად მეტი კონკურენციაა, სწორედ ამიტომ სჭირდებათ ქალებს გამუდმებით თავის მოვლა, კარგად ჩაცმა, მაკიაჟი და განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება საკუთარ გარეგნობაზე. ქალების ნაწილი კონკურენტებს დაბალი ფასით ჯობნის, ნაწილი „მაღალი ხარისხით“ და ა.შ. კონკურენცია ქალებს შორის განსაკუთრებით მაშინ არის ძლიერი, როცა მიწოდება მოთხოვნაზე მეტია. კონკრეტულად, რომ ვთქვათ საზოგადოებაში არის ბევრი მომხიბვლელი ქალი და ცოტა მამაკაცი. კვლევების შედეგად დადგენილია, რომ როდესაც ქალები არიან მეტი, ვიდრე კაცები, სექსის ფასი კლებულობს, ქორწინებამდე და ქორწინების გარეთ სექსი უფრო ხშირია და კაცების მიერ გაღებული რესურსი მცირე. ასეთი შემთხვევები ძირითადად ხდება დიდი ომების დროს და შემდეგ. საპირისპირო შედეგებია მაშინ, როდესაც კაცების რაოდენობა აჭარბებს ქალებისას. ამ შემთხვევაში მოთხოვნა მეტია, ვიდრე მიწოდება, ამიტომ სექსის ფასი იზრდება, იზრდება ქალების ფასიც, თუმცა მცირდება მათ შორის კონკურენცია. ასეთ შემთხვევაში მამაკაცებს შორის იზრდება კონკურენცია და სექსის სანაცვლოდ უწევთ მეტი რესურსის გაცემა, ვიდრე საპირისპირო შემთხვევაში.

ქალებს შორის, უფრო დიდია კონკურენციაც და „შეთქმულებაც“ მათ ერთობლივად შეუძლიათ და გამოსდით სექსის „ფასით“ მანიპულირება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ქალები აფორმებენ კარტერულ შეთანხმებებს სექსის ფასთან დაკავშირებით. ამაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ ქალები მეტად ემორჩილებიან სქესობრივ თავშეკავებას, იზღუდავენ სექსუალურ იმპულსებს აიშვიათებენ საკუთარ სქესობრივ აქტივობას, რათა მისმა ფასმა მოიმატოს. ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან ფემინისტები, ვინაიდან ფიქრობენ, რომ ეს არა ქალების ინტერესშია, არამედ კაცების მიერ ქალების გაკონტროლების მცდელობაა. თუმცა ემპირიულ სიცხადეს წარმოადგენ ის ფაქტი, რომ ქალები ყოველთვის მეტად პრინციპულები იყვნენ სექსუალური შეზღუდვების განსაზღვრაში და ქმნიდნენ ყოველთვის მეტ წნეხს, ვიდრე კაცები. სოციალური გაცვლის თეორიის მიხედვით ქალები ერთობლივად მოქმედებენ სექსის შეზღუდვის მიმართულებით, რათა საკუთარმა რესურსის ფასმა აიწიოს ბაზარზე, ის ქალები კი, რომლებიც „იაფად“ გასცემენ რესურსებს, ქალებს შორის ცუდი რეპუტაციით სარგებლობებნ და შესაბამისად ქალების წნეხს განიცდიან, ვინაიდან ეს ქალები მათ წარმატებულ „საქმეს“ უთხრიან ძირს. ასეთი ქალები ქალთა საზოგადოებიდან „ოსტრაციზმის“ მსხვერპლნი არიან.

წყარო: geosexmd

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100