სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მალაიზიაში აკრძალეს წიგნი, რომელიც მუსულმანთა ცოლებს „ბოზობისკენ“ მოუწოდებს

წიგნი, რომელიც მუსულმანთა ცოლებს „ბოზობისკენ“ მოუწოდებს, მალაიზიის ხელისუფლებამ აკრძალა წიგნი სახელწოდებით „ისლამური სექსი“, რომელიც მუსლიმებისთვის ინტიმურ სფეროში რეკომენდაციებს შეიცავდა, - ამის შესახებ BBC წერს.

სავარაუდოდ, აკრძალვამდე წიგნს ათასობით ადამიანი გაეცნო და იგი არალეგალური გზით მაინც ვრცელდება. წიგნი „მორჩილი ცოლების კლუბმა“ გამოაქვეყნა. ამ კლუბს წარსულში ხშირად აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ თითქოსდა მისი წევრები პოლიგამიას უწევენ პროპაგანდას და აკნინებენ ქალის როლს, რომლებსაც წამყვანი ადგილები უჭირავთ ხელისუფლებასა და ბიზნესში.

მალაიზიის ოფიციალური პირების განცხადებით, ისინი, ვინც ამ წიგნს გაყიდვისა და გავრცელების მიზნით დაბეჭდავენ, ციხეში სამ წელს გაატარებენ.

115-გვერდიან წიგნში არ არის უცენზურო ფოტოილუსტრაციები, ტექსტი კი დაწერილია „მორჩილი ცოლების კლუბის“ დამფუძნებლის, 56 წლის ქალის მიერ, და იგი ცოლქმრობის საკუთარი გამოცდილების შესახებ ჰყვება, ასევე განმარტავს, როგორ უნდა უდგებოდეს ცოლ-ქმარი სექსის საკითხს, როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად.

მისი თქმით, ცოლების უმრავლესობა თავიანთი ქმრების მოთხოვნილებას მხოლოდ 10%-ით აკმაყოფილებს, მაშინ როცა „ცოლი მოვალეა კარგი სექს-მუსაკისა და „ბოზის“ როლი ქმრისთვის ჯეროვნად შეასრულოს“.

უფრო ადრე „მორჩილი ცოლების კლუბის“ წევრები ამტკიცებდნენ, რომ ცოლი ისე უნდა მოიქცეს, როგორც „უმაღლესი კლასის მეძავი“, რათა მათ ქმრებს არ მოუნდეთ სხვასთან რომანის გაბმა და ცოლებზე ძალადობა.

ოქტომბერში კლუბის წევრებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ წიგნი მხოლოდ კლუბის წევრებისთვისაა განსაზღვრული და მათ სექსთან დაკავშირებული პრობლემების გადალახვაში დაეხმარება.

სხვათა შორის, „მორჩილი ცოლების კლუბი“ დაკავშირებულია რელიგიურ ორგანიზაციასთან „ალ არქამი“, რომელიც 1990-იან წლებში მალაიზიაში აკრძალული იყო.

როგორც გაზეთ Malaysia Star-თან საუბრის დროს ქვეყნის შს სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, წიგნის აკრძალვა არამარტო ცენზურას, არამედ „ალ არქამთან“ ურთიერთობასაც უკავშირდება. მისივე თქმით, ვისაც ამ წიგნს უნახავენ, 1.600 დოლარით დააჯარიმებენ, ხოლო გავრცელებისთვის, სამწლიან სასჯელთან ერთად 6.400 დოლარის ჯარიმაც ელოდებათ...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100