სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ინტერნეტში ქალთა კოლონიის პატიმრების სასტიკად ცემის კადრები გავრცელდა

რუსეთში, ამურის ოლქში მდებარე ერთ-ერთ კოლონიაში მომხდარი სისასტიკის ამსახველი კადრები იმტერნეტით გავრცელდა. კადრებში ჩანს, როგორ სასტიკად სცემს კოლონიის პატიმარ ქალებს სპეციალურ ფორმაში ჩაცმული მამაკაცი. ბლოგერებისა და ვიდეოს ავტორის კომენტარების მიხედვით ირკვევა, რომ ეს მამაკაცი კოლონიის უფროსის მოადგილე, სერგეი ზიჩკოვია, რომელიც „პირად საუბარს ატარებს საჯარიმო იზოლატორში მყოფ პატიმარ ქალებთან“.

ვიდეოში იმდენად აშკარადაა დაფიქსირებული ძალადობა და იმდენად არ ჰგავს მონტაჟს, რომ მისი უგულებელყოფა ვერც რუსეთის ხელისუფლებამ შეძლო: მოსკოვიდან შემთხვევის ადგილზე უკვე გაგზავნეს პირები, ვინც სასჯელაღსრულების ადგილებში წესრიგის დაცვას კურირებენ.

ბმული ვიდეოზე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100