სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართველი მეწარმეებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით თიბისიმ, DFC-იმ და USAID-მა 30 მილიონი აშშ დოლარის საგარანტიო ხელშეკრულება გააფორმეს

თიბისიმ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია (DFC) 30 მილიონი აშშ დოლარის საგარანტი ხელშეკრულება გააფორმეს.

USAID-ის ეკონომიკური ზრდის პროგრამებთან ერთად, ახალი საგარანტიო პროგრამა თიბისის საშუალებას მისცემს გასცეს 30 მილიონი დოლარის ოდენობის სესხები ადგილობრივი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად. პროგრამა ორიენტირებულიაქალ მეწარმეებზე, სტარტაპებსა და საქართველოს რეგიონების განვითარებაზე, რის შედეგადაც შეიქმნება ათასობით მაღალი ღირებულების სამუშაო ადგილი და დაეხმარება ბიზნესებს შემოსავლების გაზრდაში.

აღნიშნული გარანტია თანხვედრაშია თიბისის, USAID-ისა და DFC-ის საერთო ინტერესებთან, ხელი შეუწყონ ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას და მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. USAID-ის მიერ დაფინანსებული და DFC-ის მიერ თიბისი ბანკისთვის მიწოდებული სესხის პორტფელის გარანტია ასევე დაეხმარება იმ ქართველ მეწარმეებს, რომლებიც ცდილობენ ახალი ბიზნესის დაწყებას, ან ახალ სფეროებში გაფართოებას.

თიბისი ბანკთან გაფორმებული საგარანტიო პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, მცირე ბიზნესებისა და სტარტაპების განვითარებისთვის საჭირო რესურსების მიწოდების გზით, ასევე, შექმნის მეტი თანამშრომლის დაქირავების და ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების შესაძლებლობას. USAID ამაყობს, რომ საქართველოს კერძო სექტორთან პარტნიორობით მუშაობს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების, რეგიოული განვითარების და გრძელვადიან ეკონომიკურ კეთილდღეობის ხელშეწყობისვის, რაც დადებითად აისახება საქართველოს მოსახლეობაზე“ - აცხადებს USAID-ის მისიის დირექტორი საქართველოში, ჯონ პენელი.

„აღნიშნული საგარანტიო ხელშეკრულების ხელმოწერა ახალ ეტაპზე გადაიყვანს ჩვენს პარტნიორობას DFC-სა და USAID-თან. საგარანტიო პროგრამა თიბისი ბანკს საშუალებას მისცემს, გაზარდოს ადგილობრივი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსება, განსაკუთრებული აქცენტით რეგიონში მოქმედ მცირე ბიზნესებზე, სტარტაპებსა და ქალ -მეწარმეებზე. ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება გააძლიერებს მათ კონკურენტუნარიანობას და ხელს შეუწყობს ამ სეგმენტის მდგრად განვითარებას, რაც თავის მხრივ, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდწინაპირობაა. მოხარული ვარ, რომ ვაგრძელებთ DFC-სთან და USAID-თან თანამშრომლობას და იმედი მაქვს, რომ მომავალში არაერთ წარმატებულ ტრანზაქციას განვახორციელებთ ერთად“ - აცხადებს თიბისის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე.

„DFC-ის მიერ თიბისი ბანკისთვის მიწოდებული გარანტია, რომელიც USAID-თან თანამშრომლობით შედგა, გაზრდის ქართული მცირე ბიზნესისთვის მეტად საჭირო დაფინანსებას. ამ რესურსის მობილიზება მოხდება სოფლად მცხოვრებ მეწარმეებზე, ნაკლებად განვითარებულ რეგიონებსა და ქალ მეწარმეებზე, რაც ხელს შეუწყობს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას და მდგრად განვითარებას მთელი საქართველოს მასშტაბით.”- აცხადებს DFC-ის აღმასრულებელი დირექტორი - სკოტ ნათანი

USAID-ის საქმიანობის შესახებ საქართველოში:

აშშ წამყვანი საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID ხელს უწყობს საქართველოს დამოუკიდებლად დაგეგმოს, დააფინანსოს და განახორციელოს ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო გადაწყვეტილებები. 30 წელზე მეტი პარტნიორობის შედეგად, USAID საქართველოს ისეთ დემოკრატიულ ქვეყნად გადაქმნაში უწყობს ხელს, რომელიც ინტერგრირებულ იქნება დასავლეთის პოლიტიკურ, უსაფრთხოების და ეკონომიკის ინსტიტუტებში. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: https://www.usaid.gov/georgiaAbout https://www.usaid.gov/georgia..

DFC-ის საქმიანობის შესახებ:

აშშ-ის მთავრობის განვითარების საფინანსო ინსტიტუტი („DFC”) პარტნიორობს კერძო სექტორთან, იმისათვის, რომ დააფინანსოს განვითარებადი მსოფლიოს წინაშე მდგარი ყველაზე კრიტიკული გამოწვევების საპასუხო გადაწყვეტილებები. ჩვენ ინვესტიციას ვახორციელებთ სხვადასხვა სექტორში, რომელთა შორისაა: ენერგეტიკა, ჯანდაცვა, კრიტიკული ინფრასტრუქტურა და ტექნოლოგია. DFC ასევე უზრუნველყოფს მცირე ბიზნესისა და მეწარმე ქალების დაფინანსებას განვითარებად ბაზრებზე სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით. DFC-ის ინვესტიციები პასუხობს მაღალ სტანდარტებს და პატივს სცემს გარემოს, ადამიანისა და მშრომელთა უფლებებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100