სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა მოხდა "იქს-ფაქტორში", რატომ არ აჩვენეს ათეულში გასულ მონაწილეთა ნამღერი? ნახეთ რას წერენ ამაზე ეს ბიჭები

"იქს-ფაქტორის" მონაწილეებში გაურკვევლობაა. ბიჭების კატეგორიის ოთხი მონაწილე გადაცემებში ვერ მოხვდა. თუმცა ათეულში გავიდნენ. ეს კონკურსანტები გიორგი გასვიანი, გუგა აფციაური, ზურა წერეთელი და მათე წობეხია არიან. ბიჭები საკუთარ ნამღერსა და ვიდეოს ეთერში ელოდნენ, თუმცა ვერ იხილეს. ამასთან დაკავშრებით მათ კითხვები გაუჩნდათ და აი რას წერენ:

"აქ რუსთავი 2 არაფერ შუაშია. ხალხია ბანძი და შესაბამისად ტელევიზიაც რეიტინგზე მუშაობს. იმ ქვეყნიდან გაქცევაზე როგორ არ უნდა იოცნებო რომელ ქვეყანაშიც კარგ მუსიკოსზე რეიტინგული კლოუნი ხალხია, რომლებსაც პროექტებში ძალით ერეკებიან რომ შემდეგ გოიმებმა იცინონ. მოკლედ პირადად ჩემზე ვისაუბრებ და გეტყვით რომ ჩემი audition არ გაუშვეს რადგან ჩემი რომ გაეშვქთ მერე კონჩიტას და კლოუნებს ვეღარ გაუშვებდნენ. ყველაზე სასაცილო ის არის რომ 4 სკამიდან ფიზიკურად ვერ ამონჭრიან და ხალხს არ გაუკვირდება ეს ვინ არისო? მაგარია მაგარი ქვეყანა", - წერს გიორგი გასვიანი.

"მეგობრებო, ძალიან ბევრი მწერთ დღესაც რატომ არ ვიყავი xfactor - ის გადაცემაში. სამწუხაროდ არ ვიცი რა გიპასუხოთ, არ ვიცი.. მომტეხეს ჰქვია ამას. 10-ეულში გავედი და ნამღერი არ აჩვენეს, თქვენ კიარა მე მიკვირს. no comment.." - გუგა აფციაური.

"მეგობრებო ვინც მელოდით "იქს-ფაქტორის" ეთერში ... "იქს-ფაქტორმა" მოტეხა ბიჭების კატეგორიიდან 4 მონაწილე და მე ვამაყობ, რომ ამ ოთხეულში მინც მოვხვდი", - წერს ზურა წერეთელი.



კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100