მარიამ ჭაჭიას ფილმი "მოუსმინე სიჩუმეს" ლასალის კინოფესტივალზე
მარიამ ჭაჭიას სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი "მოუსმინე სიჩუმეს" ლასალის საერთაშორისო კინოფესტივალზე DOC-Cévennes მიიღებს მონაწილეობას.
"მოუსმინე სიჩუმეს" არის ფილმი სიჩუმის სამყაროზე, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან ადგილას მდებარეობს. თავშესაფარი თბილისის ყრუ ბავშვთა საჯარო სკოლაა, რომლის მოსწავლეებიც მთელ წელიწადს ცეკვის სწავლაში ატარებენ. ისინი სხეულზე ბიტების შეგრძნებით იმახსოვრებენ მუსიკის რიტმს. ცეკვა მათთვის ჩვენს სამყაროში შემოსვლის და ჩვენთან დაახლოების საშუალებაა.
ფესტივალის ორგანიზატორებმა ჩათვალეს, რომ ფილმს "მოუსმინე სიჩუმეს" მხატვრულის გარდა საგანმანათლებლო მიმართულებაც აქვს. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ იგი პოსტ პროდუქციის ეტაპზეა, რეჟისორთან შეთანხმებით გადაწყდა ფესტივალზე ფილმის 2 ეპიზოდის ჩვენება, რის შემდეგაც შშმ ბავშვთა ინტეგრაციის პრობლემების განხილვა მოხდება.
ჩვენება კინოფესტივალზე 6 მაისს, 14:00 საათზე გაიმართება.
კომენტარი