ხაჭოს კერძი ლიტვურად
მასალა:
500 გრამი ხაჭო
3-4 სუფრის კოვზი სქელი არაჟანი
½ ან 1 ქაშაყი
3-4 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი ან კარაქი
2-3 სუფრის კოვზი გახეხილი ყველი
1 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ოხრახუში
მაიონეზი
გარნირისათვის
ცოცხალი ან კონსერვირებული პამიდორი
ქაშაყი კარგად გავრეცხოთ და დავალბოთ წყალში, გამოვაცალოთ შიგნეულობა და მოვაცილოთ კანი; წვრილად დავჭრათ და შევურიოთ არაჟანი, მცენარეული ზეთი და ხაჭო. თუ ხაჭო ზედმეტად რბილია, დავამატოთ ცოტა გახეხილი ყველი. მიღებული მასისაგან გავაკეთოთ კვერცხის ფორმის ფიგურები, დავალაგოთ ისინი თეფშზე, მოვაყაროთ გახეხილი ყველი და ოხრახუში, ზემოდან მოვასხათ მაიონეზი, რომელსაც წინასწარ უნდა გავურიოთ იოგურტი.
კომენტარი