სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

8 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

პრობლემების მოსაგვარებლად გამოიყენეთ ნათესაური კავშირები, როგორც ოჯახურ ისე საქმიან სფეროში. მათი დახმარება და მხარში დგომა საკმაოდ შეგიმსუბუქებთ ტვირთს.

კურო

შესაძლოა შემოგთავაზონ ისეთი წინადადება, რომელსაც დიდი ხანი ელოდით, რომლითაც მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებთ ცხოვრების დონესა და მატერიალურ კეთილდღეობას.

ტყუპები

დღეს დრო არ გექნებათ გართობა მხიარულებისთვის, მაგრამ საქმიანი სფეროს პარალელურად პირად-სასიყვარული ურთიერთობებიც ყურადღებას მოითხოვს.

კირჩხიბი

მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობას, გადაანაწილეთ თქვენი სამუშაო განრიგი ისე, რომ საკუთარი თავისთვისაც გამონახოთ დრო. სასიკეთოა ზომიერი ფიზიკური დატვირთვა.

ლომი

შესაძლოა თავისთავად მოგვარდეს სახლში გარკვეული სიტუაცია, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში გაწუხებდათ. კარგი დღეა ოჯახური საყიდლებისთვის.

ქალწული

აკონტროლეთ სიტყვები და გამოთქმები, ეცადეთ გაუფრთხილებელი ქმედებებით არ გაანაწყენოთ ირგვლივმყოფები. ნუ დაუპირისპირდებით ახლობლებს.

სასწორი

ეცადეთ სახლში მყუდრო, კომფორტული გარემო შექმნათ, გაალამაზეთ და გაახალისეთ თქვენი სივრცე შემოდგომის ახალი ტენდენციებით.

მორიელი

დააჩქარეთ შეხვედრები და მოაგვარეთ თქვენი პირადი თუ საქმიანი ანგარიშები. შესაძლოა სწორედ ახლა, ხელმძღვანელობამ მეტად მნიშვნელოვანი დავალება დაგაკისროთ.

მშვილდოსანი

იყავით ფრთხილად, დიდია მოტყუების ალბათობა, შესაძლოა თქვენი გამოყენებაც სცადონ გარკვეული მიზნებისთვის, ერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას.

თხის რქა

ყველაზე აქტუალური ახლა პირადი ურთიერთობებია, მოერიდეთ ზედმეტ ფინანსურ დანახარჯებსა და დაპირებებს. კარგი იქნება საოჯახო, სახლის საქმეებით თუ დაკავდებით.

მერწყული

ენდეთ საკუთარ ინტუიციას და ერიდეთ მგზავრობასა და გზებს, დიდი ალბათობით არც შეხვედრები მოიტანს წარმატებას, ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, მოდუნდით, ნუ გადაიღლებით.

თევზები

ახლა თქვენთვის სასიკეთო იქნება სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობა. შესაძლოა ახალი გავლენიანი ნაცნობობა და საქმიანი კავშირებიც გაფართოვდეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100