H1N1 ვირუსით გარდაცვლილი კიდევ ერთი ადამიანი, ამჯერად ქუთაისში - დაავადებულთა რაოდენობა დღითი დღე მატულობს
H1N1-ით გარდაცვალების კიდევ ერთი შემთხვევა ამჯერად ქუთაისში. ინფორმაცია დღეს ჯანდაცვის მინისტრმა დაადასტურა. დავით სერგეენკოს თქმით, ბათუმში 53 წლის ქალბატონის გარდაცვალების შემდეგ კიდევ ერთი ფაქტი იმერეთში დაფიქსირდა.
დავით სერგენკოს თქმით, ორივე გარდაცვლილი მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნებოდა.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაავადებულთა რაოდენობა მატულობს, თუმცა ქვეყანა ჯერჯერობით ეპიდემიის ზღვარზე არ არის.
გრიპის ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობის ზრდაზე საუბრობს დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელიც. დავთ გამყრელიძე ამბობს, რომ მისი თქმით, H1N1-ით გარდაცვალების უკვე ორი შემთხვევაა დაფიქსირებული.
კომენტარი