16 წლის ბიჭმა დედა, 4-4 წლის და-ძმა და ბებია-ბაბუა ნაჯახით დახოცა, შემდეგ კი თავი მოიკლა - ვიდეოკადრები სახლიდან
რუსული მედიის ცნობით 16 წლის მოზარდმა დედა, ძმა, და, შემდეგ კი ბებია და ბაბუა მოკლა.
საზარელი შემთხვევა 18 აგვისტოს, რუსეთში, ულიანოვსკის ოლქის ერთ-ერთ სოფელში მოხდა, რის შემდეგაც 66 წლის მამაკაცის, 69 და 42 წლის ქალებისა და 4-4 წლის მოზარდების ცხედრები აღმოაჩინეს. გარდაცვლილები ნაჯახით იყვნენ დახოცილი. ხოლო მოგვიანებით, სოფლის განაპირას, ფიჭური კავშიგაბმულობის ანძასთან 16 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. როგორც ჩანს, ამ შემზარავი დანაშაულის ჩადენის შემდეგ ახალგაზრდამ თავი მოიკლა.
კომენტარი