ერთადერთი შემთხვევა, როცა წავალ ჩემი ნებით და არა ხალვაშის მოთხოვნით, ეს არის ჩემი თანამშრომლების დამოკიდებულება, რომ ჯობს მე წავიდე - ნიკა გვარამია
"კონტრაქტში წერია, რომ ჩემი გათავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც აქ დარღვევისთვის განსაზღვრული ძალიან სერიოზული გარანტია იქნება გადახდილი,"-ეს განცხადება, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გააკეთა.
მისი განცხადებით, მისი კონტრაქტის გაბათილებაზე დაინტერესებულ მხარეს დავა მხოლოდ ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში შეუძლია. ნებისმიერ შემთხვევაში, სამაუწყებლო კომპანიაში გენერალური დირექტორის შეცვლა, ჩათვლილი იქნება დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლისა და ჩარევის მცდელობად.
"რა დამოკიდებულება აქვს ქიბარ ხალვაშს ამ კონტრაქტთან ჩემთვის აბსოლუტურად მეორეხარისხოვანი, ჩემი მუშაობის პერიოდში ქიბარ ხალვაში არ იყო, ვინც იყო მათ მომცეს ეს გარანტია. ამ კონტრაქტის ბათილობა მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ვერ დადგება. პროკურატურაში ჩემი ტარება იმიტომ რომ უფლებამოსილებას გადავაჭარბე და ა.შ. მე ამას განვიხილავ პირდაპირ ჩარევას მედიის დამოუკიდებლობის საქმეში და პირდაპირ შეზღუდვად ჩემი ყველა გარანტიის რომელიც მოცემული მაქვს.
საქართველოს კანონმდებლობითა და სისხლის სამართლის კანონმდებლობით, მხოლოდ იმის გამო რომ გამოიყენონ ყველა ხერხი რომ ვთქვა უარი ამ გარანტიაზე, ეს არის გამორიცხული.
ერთადერთი შემთხვევა, როცა მე უარს ვიტყვი კონტრაქტზე და წავალ ჩემი ნებით და არა ქიბარ ხალვაშის მოთხოვნით, ეს არის ჩემი ჟურნალისტების, ჩემი თანამშრომლების დამოკიდებულება ამგვარი, რომ ჯობს მე წავიდე. თუ მათ ეს დამოკიდებულება ექნებათ, არ ვაპირებ ამ საკითხის განხილვას საერთოდ. სხვა შემთხვევაში ნიკა გვარამიას აქედან ვერც ქიბარ ხალვაში, ვერც სხვა ვერ გაუშვებს.
ამ კონტრაქტზე დავა ქართულ სასამართლოში შეუძლებელია, ამ კონტრაქტში არის დათქმა ლონდონის არბიტრაჟზე. კი ბატონო იდავეთ, კონტრაქტის გაუქმებაზე, მაგრამ ამ კონტრაქტის შესრულებამდე ჩემი გათავისუფლება არის შეუძლებელი. ეს კონტრაქტიო დაიდო სწორედ იმიტომ, რომ მე არ ვყოფილიყავი დამოკიდებული არც მოქმედ და არც ახალ დამფუძნებლებზე, ეს არის ამ მედიის დამოუკიდებლობის მთავარი გარანტი.
ჩემს საქმეში ჩარევა შეუძლებელი არის გარედან, ვინც არ უნდა იყოს ამის მსურველი, არ ვაპირებ ამის დათმობას ეს არის ჩემთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი.
ვაფრთხილებ ყველას, პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილს, ამ კომპანიის წართმევა, ვიდრე არ ამოიწურება ყველა შესაძლებლობა ამ კომპანიის დამოუკიდებლობის შენარჩუნების,ჩაითვლება ამ კომპანიის მიერ და იმედი მაქვს ქართული საზოგადოების, დასავლური პოლიტიკური პარტიების და ნებისმიერი ამ ქვეყნის პატრიოტი მოქალაქის , ყოველ შემთხვევაში ჩვენს მიერ ნამდვილად ჩაითვლება ოპოზიციური მედიის ძალით დახურვის მცდელობად და ეს საკითხი მცდელობას ვერ გაცდება, "-განაცხადა გვარამიამ.
ნიკა გვარამიას განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ტოვებს დავის შანს და ასევე ტოვებს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შანსსაც, ვიდრე ყველა ეს გზა არ ამოიწურება, რომ "რუსთავი 2"-ში დამფუძნებლის შეცვლა იქნება შეუძლებელი.
კომენტარი